გიორგი მამარდაშვილმა ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ლივერპულში უკვე 2 ამხანაგური შეხვედრა გამართა და ქართველს გოლი არცერთ შემთხვევაში არ გაუშვია.
პირველ ჯერზე მამარდას გუნდმა პრესტონი დაამარცხა, მეორე მატჩი კი ლივერპულმა სტოკ სიტის მოუგო. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ შეხვედრებში მამარდას ბევრი საქმე არ ჰქონია, მისი სიმშვიდე და დამაჯერებლობა ლივერპულის გულშემატკივრებისთვის აღფრთოვანების განმაპირობებელი გახდა.
"მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გვყავს და თუ მას რამე დაუშავდა, საქმეში მამარდაშვილი ჩაერთვება, რა საოცარი სიზმარია"
"ამ ბიჭს შეხედეთ, მასზე არავინ საუბრობს, საოცარი თავდაჯერება და სიმშვიდე აქვს"
"ხელებს შლის და გადაულახავ გიგანტს ემსგავსება, შეუძლია მთელი კარი დაფაროს"
"მეკარის პოზიციაზე მომავალი დეკადა ნერვიულობა აღარ მოგვიწევს"
"იქამდე კარიუსი გვყავდა, ახლა კი ალისონი და მამარდაშვილი გვყავს ერთად, სიგიჟეა"
"ჯერჯერობით ის ვნახე, რომ ფეხით კარგად თამაშობს, ვნახოთ რას იზამს რეაქციის გამოვლენისას"
"მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატიდან მახსოვს, განსაკუთრებით ჩეხეთთან ჩადენილი სიგიჟეების შემდეგ", - წერენ სქაუზერები.