დავიდ დე ხეამ აღიარა, რომ არაერთ ინგლისურ კლუბს უთხრა უარი, რადგან მისთვის პრემიერლიგაში თამაში მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ასოცირდება. მისი თქმით, ამ კლუბში გატარებული წლები იმდენად დიდი ემოციური კავშირით იყო სავსე, რომ ინგლისში სხვა გუნდში თავის წარმოდგენაც ვერ შეძლო.
„იუნაიტედი“ არის ადგილი, რომელმაც ჩამომაყალიბა როგორც ფეხბურთელი. სწორედ ამიტომ, სხვა ინგლისური კლუბების წინადადებებს ვერ დავთანხმდი“, – აღნიშნა დე ხეამ Cronache-სთან ინტერვიუში.
მეკარემ ასევე ისაუბრა ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად გარკვეული ეჭვებისა, დარწმუნებული იყო საკუთარ შესაძლებლობებში და ახლა მზად არის ახალი გამოწვევებისთვის „ფიორენტინაში“.