"წინ რთული თამაში გველის" - გიორგი მაკარიძე ლევადიასთან შეხვედრამდე

12 hours ago 3

როგორც იცით, იბერია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან შვედურმა მალმიომ გამოთიშა, რის შემდეგაც ეროვნული ლიგის ჩემპიონი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციოზე გადაერთო.

ამჯერად ქართული კლუბის მეტოქე ესტონური ლევადია იქნება, რომელთანაც იბერია პირველ შეხვედრას ხვალ გამართავს.

იქამდე იბერიას მეკარის, გიორგი მაკარიძის კომენტარს გთავაზობთ:

რთული თამაში გვექნება. შევისწავლით მეტოქეს, მოედანზე მაქსიმუმს გავაკეთებთ, შედეგი რომ მივიღოთ. იმედი მაქვს, რომ მიზანს მივაღწევთ.

- ამბობს ქართველი მეკარე.

აქვე გეტყვით იმას, რომ თავად ლევადია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან ფინურმა რფს-მა გამოაგდო.

სრულად წაკითხვა