Legend Series | მილანის ინტერი შიგნიდან: ქალაქი, კლუბი, მატერაცი, დერბი იუვესთან

2 months ago 54
  • 📅 7 მარტი | 🏟 ბათუმის სტადიონი | ⌚ 19:00 | ⚽ GEO11 V Inter Forever
  • ნინო გორდელაძესთან ერთად გადაღებულ ვიდეოში ინტერის ფენომენს გაგაცნობთ
  • შაბათს, 2 მარტს მარკო მატერაცისთან სრულ ინტერვიუსაც გამოვაქვეყნებთ

7 მარტი გვიახლოვდება - დღე, როცა ბათუმი ლეგენდების სერიების ფარგლებში ვეტერანი ვარსკვლავების პირველ მატჩს უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრებისა და მილანის ინტერის ლეგენდები ბათუმის პუბლიკას დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდებიან. GEO11-ისა და Inter Forever-ის ვარსკვლავების დაპირისპირება ბათუმის სტადიონზე Sports Orient-ის ორგანიზებითა და "ევროპაბეთის" მხარდაჭერით გაიმართება.

მილანის ინტერის შესახებ ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ ვიცით, მაგრამ ბევრჯერ გაგონილს ან წაკითხულს რომ ერთხელ ნანახი ჯობია, ესეც ვიცით და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების მქონე იტალიური გრანდი, ასე ვთქვათ, შიგნიდან გაგაცნოთ.

"ევროპოპის" გადამღებმა ჯგუფმა მილანში რეჟისორ ნინო გორდელაძესთან ერთად იმოგზაურა. ინტერის სამყაროს გასაცნობად და ამ კლუბის ხასიათის უკეთ აღსაქმელად "ნერაძურის" სახლს, მის მთავარ შტაბს ვესტუმრეთ, შევხვდით კლუბის ლეგენდას, მარკო მატერაცის, რომელიც ასევე ითამაშებს ბათუმში და დავესწარით იტალიის მთავარ დერბის ინტერსა და იუვენტუსს შორის. ვიდეოში, რომელსაც ქვემოთ ნახავთ, ქალაქ მილანზეც გესაუბრებით. აქვე გეტყვით, რომ შაბათს, ევროპოპის YouTube არხზე 2 მარტს მატერაცის სრულ ინტერვიუსაც გამოვაქვეყნებთ.

ამ მოგზაურობისას ჩვენი მიზანი ის იყო, რომ ლეგენდების მატჩამდე ინტერის ფენომენი ყველამ უკეთ აღვიქვათ და კიდევ უფრო მოუთმენლად დაველოდოთ მატჩს, რომლითაც ქართულ საფეხბურთო რეალობის ისტორიის ახალი ფურცელი დაიწერება.

GEO11-ის შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი

მცველები: კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, მალხაზ ასათიანი, კახა ცხადაძე, გიორგი ნავალოვსკი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე, დავით კვირკველია, გელა შეყილაძე.

ნახევარმცველები: თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, ჯანო ანანიძე, გიორგი ნემსაძე, ლევან ყენია, გოჩა ჯამარაული, სანდრო კობახიძე, გოგა გახოკიძე, ლევან ცქიტიშვილი.

თავდამსხმელები: შოთა არველაძე, არჩილ არველაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, დავით სირაძე, ლევან მჭედლიძე, ოთარ მარცვალაძე.

Inter Forever-ის შემადგენლობა

მეკარეები: ჟულიო სეზარი, სებასტიან ფრეი.

მცველები: ხავიერ ძანეტი, მარკო მატერაცი, ლუსიო, მაიკონი, ივან კორდობა, ფრანჩესკო კოლონეზე, ანდრეა რანოკია.

ნახევარმცველები: ლუიშ ფიგუ, ესტებან კამბიასო, ხუან ვერონი, ვესლი სნეიდერი, გეორგიუს კარაგუნისი, ბორხა ვალერო, ჰუსინ ხარჯა.

თავდამსხმელები: დიეგო მილიტო, როდრიგო პალასიო, გორან პანდევი, დავიდ სუასო.

სრულად წაკითხვა