LSE კურსდამთავრებულები- ”ვგმობთ მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობას და ევროინტეგრაციის შეჩერების პროცესს”

2 weeks ago 9

ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებულები განცხადებას ავრცელებენ და მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობას გმობენ.

ჩვენ, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებულები ვაცხადებთ, რომ უპირობოდ ვუჭერთ მხარს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველოს ევროპული მომავალი ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის ისტორიული და შეგნებული არჩევანია.

მიგვაჩნია, რომ ევროპის კავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის „2028 წლამდე დროებით შეჩერება”, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მისი ფანჯარა ღიაა, კატეგორიულად მიუღებელია, ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას და არ შეესაბამება საქართველოს მოქალაქეთა ნებას. ევროპულ კავშირში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნისთვის ვაჭრობის, ინვესტიციების, სოციალური კეთილდღეობისა და დემოკრატიული განვითარების გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს გულისხმობს. ამ პროცესის შეჩერება მძიმე და გრძელვადიან უარყოფით ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებს გამოიწვევს.

ასევე, ცალსახად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი პროტესტის გამომხატველ მოქალაქეთა და ჟურნალისტთა მიმართ. ვუცხადებთ სოლიდარობას უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს და მოვითხოვთ მათ უპირობო გათავისუფლებას. ისინი იცავენ ქვეყნის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს. ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი ევროპაშია,” – ნათქვამია განცხადებაში.

ლევან ჯუღელი, საერთაშორისო ჯანდაცვის პოლიტიკა, 2000-2001
ნანა წიკლაური, საჯარო პოლიტიკა და მმართველობა, 2010-2011
სოფია ჯუღელი, განვითარების ეკონომიკა, 1999-2000
მიხეილ კუკავა, რაოდენობრივი კვლევები პოლიტიკურ მეცნიერებაში, 2010-2011
ნოდარ ჭიაბრიშვილი, საჯარო მართველობა, 2017 – 2019
მარიამ გოგიშვილი, სოციალური და საზოგადოებრივი კომუნიკაციები, 2020-2021
ანა ქებაძე, საჯარო პოლიტიკა და მმართველობა, 2016-2017
ლელი ჭელიძე, საგადასახადო სამართალი და ფინანსები, 2005-2006
ნინო ზედელაშვილი, საჯარო პოლიტიკა და მმართველობა, 2020-2021
ქეთევან გოლეთიანი, სოციალური ინოვაციები და მეწარმეობა, 2022-2023
ალექსანდრა მესხიშვილი საჯარო პოლიტიკა და მმართველობა, 2010-2011
კახა კოჟორიძე, სამართალი, (LLM), 2016-2017
ნინო გოგიბერიძე, ადამიანის უფლებები, 2004-2005
ნინო გოგოლაძე, ადამიანის უფლებები და ინსტიტუციური სამართალი, 2019-2021
გიორგი ხეჩინაშვილი, საჯარო პოლიტიკა და მმართველობა, 2005-2006
ნინო გაჩეჩილაძე, განვითარების მენეჯმენტი, 2018-2019
ვანო ჩალაძე, მენეჯმენტი და ფინანსები, 2012-2015
ლევან ტალახაძე, პოლიტიკის თეორია, 2017-18
გიგა კობალაძე,. საჯარო მმართველობა. 2021-2023
სალომე ჩუხუა, საჯარო პოლიტიკა და მმართველობა; 2021-2022
ბადრი ჯაფარიძე, მოლაპარაკების პოლიტიკა, 2001
ანა აფხაზავა, პოლიტიკური ეკონომიკა, 2016
დავით გიგაური, ევროპის პოლიტიკური ეკონომიკა, 2007

სრულად წაკითხვა