#OK! 20-26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2 weeks ago 14

კვირა იწყება  21 ოქტომბრის ახალმთვარეობით, რაც ნიშნავს, რომ პირად ცხოვრებაში ცვლილებებისა და ახალი წამოწყებებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი დგება.

ვერძი

Гороскоп на 13 августа 2025 года Овен

ეს კვირა განსაკუთრებით ხელსაყრელია ახალი უნარების შეძენის, მოგზაურობისა და ახალი ემოციებისთვის. პაემანი აუცილებლად ახალ ადგილზე დანიშნეთ – ეს ახალი ძალების და შთაგონების მოზღვავებას გამოიწვევს და თქვენს განწყობაზე დადებითად აისახება. სამშაბათს ერიდეთ კონფლიქტს როგორც სამსახურში, ისე ოჯახში, რადგან ოს თქვენთვის უსიამოვნო შედეგით დასრულდება. ოთხშაბათსა და პარასკევს ეცადეთ, ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ. თუ შეძლებთ, სასურველია, რომ შაბათ-კვირა ბუნებაში გაატაროთ.

კურო

Гороскоп на 13 августа 2025 года Телец

ვარსკვლავები კუროებს ურჩევენ, რომ ამ კვირაში გარისკვას, დაპირებების გაცემას, ფულის სესხებას და გასესხებას მოერიდოთ.  ორშაბათს მოსალოდნელია კამათი, რის შემდეგაც შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ. სამშაბათს შესაძლოა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, მაგრამ მიიღოთ პასუხი კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. კვირის მეორე ნახევარში შეიძლება სამსახურში პროფესიონალიზმის, საყვარელ ადამიანთან კი ერთგულების დამტკიცება მოგიწიოთ. შაბათს ემოციურ გადატვირთვას ერიდეთ. კვირამ შესაძლოა სასიამოვნო სიურპრიზით ან ფინანსური შემოსავლით დაგაჯილდოვოთ.


ტყუპები

Гороскоп на 13 августа 2025 года Близнецы

მოგზაურობისა და ახალი ემოციებისთვის შესანიშნავი დღეებია, ამიტომ თუ შორს გამგზავრებას ვერ ახერხებთ, უახლოეს პარკში მაინც გაისეირნეთ. ბუნებასთან კავშირი და გარემოს შეცვლა პოზიტიური ენერგიით აგავსებთ და საოცარ შეგრძნებებს გაჩუქებთ. ოთხშაბათს გულწრფელად ესაუბრეთ ადამიანს, რომელთანაც ბოლო დროს ურთიერთობა დაგეძაბათ – შეიძლება ბევრი საინტერესო ამბავი გაიგოთ. ხუთშაბათს საკუთარ სურვილებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. მიჰყევით საკუთარ შეგრძნებებს, მაგრამ ეცადეთ ბევრი ფული არ დახარჯოთ.

კირჩხიბი

Гороскоп на 13 августа 2025 года Рак

ვარსკვლავები კირჩხიბებს აქტიურ კვირას ჰპირდებიან – პირად ცხოვრებაში სასიყვარულო თავგადასავლები, სამსახურში  კი დიდი წარმატებები გელით. კვირის პირველ ნახევარში ენერგიით და ენთუზიაზმით სავსე ხართ, ამიტომ მნიშვნელოვანი  საქმეები სწორედ ამ დღეებს უნდა დაამთხვიოთ.  ხუთშაბათს გამოყავით დრო სპორტის, ცეკვის ან სხვა ფიზიკური აქტივობებისთვის, რაც ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა და ზედმეტი ენერგიისგანაც გაგათავისუფლებთ.  ეცადეთ კვირის მეორე ნახევარში პრიორიტეტები სწორად დაალაგოთ, რომ დაწყებული საქმეების დროულად დასრულება შეძლოთ. შაბათ-კვირას მოერიდეთ უცხო ადამიანების კონფლიქტში ჩარევას, რადგან ეს შეიძლება ცუდად დასრულდეს.

ლომი

Гороскоп на 13 августа 2025 года Лев

ლომებს ამ კვირაში დაუგეგმავი მოგზაურობა – სავარაუდოდ საქმიანი მივლინება ელით. კვირის პირველ ნახევარში მოსალოდნელია შეხვედრა გავლენიან ადამიანებთან. დაფიქრდით, რით შეიძლება ერთმანეთს გამოადგეთ. ოთხშაბათი ხელსაყრელი დროა სილამაზის სალონში სტუმრობისა და ვარცხნილობის შეცვლისთვის. ხუთშაბათს, თუ რაიმე ახალი საქმის შესწავლას დაიწყებთ, შეიძლება თავში მოგივიდეთ იდეა, რომელიც მომავალში დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. კვირის მეორე ნახევარში ამინდის შესაბამისად ჩაიცვით – წინააღმდეგ შემთხვევაში გაციებას ვერ აიცილებთ. შაბათს შესაძლოა ფინანსურმა პრობლემებმა განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ ვარსკვლავები ამბობენ, რომ სირთულეებს აუცილებლად გაუმკლავდებით!

ქალწული

Гороскоп на 13 августа 2025 года Дева

ქალწულებისთვის კვირის პირველი ნახევარი შესაძლოა საკმაოდ რთული იყოს. გირჩევთ საკუთარ თავს ყოველდღე მისცეთ შესვენებისა და ძალების აღდგენის საშუალება. სამშაბათს მნიშვნელოვანი საუბარი ან შეხვედრა გელით. თუ არ იზარმაცებთ, ოთხშაბათი განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება. კვირის მეორე ნახევარში თქვენი საუკეთესო თვისებები გამოვლინდება, რაც არა მხოლოდ აღიარებას, არამედ დამატებით შემოსავალსაც მოგიტანთ. პარასკევს შესაძლებელია დიდი ხნის ნატვრა აისრულოთ. შაბათ-კვირას შეგიძლიათ თქვენს ცხოვრებაში მცირე ცვლილებები შეიტანოთ, მაგალითად, მავნე ჩვევებზე უარი თქვათ და დღის რეჟიმი მოაწესრიგოთ. პირად ცხოვრებაში ემოციური გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდეთ და გონივრულად იმოქმედეთ.

სასწორი

Гороскоп на 13 августа 2025 года Весы

სასწორებისთვის ეს კვირა საკმაოდ წარმატებული იქნება. შეგიძლიათ ახალი პროექტები თამამად დაიწყოთ, მაგრამ ხარჯებს გონივრულად მიუდექით, რომ უფულოდ არ დარჩეთ. სამშაბათს შესაძლოა სირთულეებს შეეჯახოთ, მაგრამ საჭირო დროს თქვენს გვერდით საჭირო ადამიანები აღმოჩნდებიან. ოთხშაბათს ბევრი სამუშაო გელით, თუმცა შედეგი გაგახარებთ – ოცნების ასრულებას კიდევ ერთი ნაბიჯით  მიუახლოვდებით. პარასკევის შეთავაზებებს ყურადღებით მოუსმინეთ და თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი აირჩიეთ. შაბათ-კვირა უმჯობესია სამუშაო დაივიწყოთ –  ბუნებაში გატარებული დრო ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

მორიელი

Гороскоп на 13 августа 2025 года Скорпион

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეებში განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ დამატებითი შემოსავალი მიიღოთ და ამ შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. კვირის დასაწყისში სამსახურის საქმეები დიდ დროს წაგართმევთ, რამაც შეიძლება ოჯახში უკმაოფილება გამოიწვიოს და კამათის მიზეზიც გახდეს. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და დაპირისპირება დროულად დაასრულოთ. კვირის მეორე ნახევარში შეიძლება წარსულიდან ყოფილი პარტნიორი გამოჩნდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ და ამ ადამიანს თქვენი გრძნობებით თამაშის უფლება არ მისცეთ. კვირი ბოლო დღეები სასურველია ქალაქგარეთ ან უახლოესი ნათესავების წრეში გაატაროთ.

მშვილდოსანი

Гороскоп на 13 августа 2025 года Стрелец

მშვილდოსნებს წინ ძირითადად, მშვიდი კვირა ელით. კვირის პირველ ნახევარში წარმატებას შესაძლოა უმცირესი ძალისხმევითაც კი მიაღწიოთ. დროა, დიდი ხნის წინ, სამომავლოდ გადადებული საქმეების დასრულებაზე იფიქროთ.  ოთხშაბათს ფრთხილად იყავით – შეიძლება სხვა ადამიანების დაპირისპირებაში ჩაგითრიონ. კვირის მეორე ნახევარი ხელსაყრელია მსხვილი შესყიდვებისთვის. თუ სეზონური ტანსაცმლის განახლება გსურთ, ეს ყველაზე შესაფერისი დროა. ხუთშაბათს გზებზე და საჭესთან განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. პარასკევს სასურველია, რომ სამოქმედო გეგმები ახლობელ ადამიანებთან ერთად განიხილოთ – მათი რჩევები სასურველი შედეგის მიღწევაში ძალიან დაგეხმარებათ. შაბათ-კვირას ყურადღება მიაქციეთ ფიზიკურ აქტივობას და კვებას გადახედეთ –  დროა, კარგად დაბალანსებული დიეტა დაიწყოთ.

თხის რქა

Гороскоп на 13 августа 2025 года Козерог

ამ კვირაში შესაძლებლობა გექნებათ, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოთ, თუმცა ფრთხილად იყავით – ცვლილებები შეიძლება როგორც უკეთესობისკენ, ისე უარესობისკენ წავიდეს. უსმინეთ ინტუიციას – ის დაგეხმარებათ, რომ ყველა სირთულე მშვიდად და გააზრებულად გადალახოთ. ოთხშაბათს მოსალოდნელია ემოციური აღმავლობა, ამიტომ სასურველია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები ამ დღისთვის დაგეგმოთ. პარასკევს შესაძლოა, ფინანსურ საქმეებში განსაკუთრებლად გაგიმართლოთ, მაგრამ ყველაფერი ერთბაშად არ დახარჯოთ – ახლა საუკეთესო დროა დანაზოგის შესაქმნელად. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შაბათ-კვირას საყვარელ ადამიანთან მაქსიმალურად დიდი დრო გაატაროთ.

მერწყული

Гороскоп на 13 августа 2025 года Водолей

მერწყულებს ყველაზე თამამი იდეების განხორციელებისთვის შესანიშნავი კვირა ელით. ახლა მნიშვნელოვანია, რომ  სხვა ადამიანების მოწოდებულ ინფორმაციას არ დაეყრდნოთ და ყველაფერი თავად გადაამოწმოთ. კვირის პირველ ნახევარში შანსი მოგეცემათ, რომ დამატებითი შემოსავლის წყარო იპოვოთ. სამშაბათს გარემოს ყურადღებით დააკვირდით –  ახალი და საინტერესო ნაცნობობა გელით. ხუთშაბათს გრძნობები და ემოციები უნდა აკონტროლოთ, რადგან შეიძლება დაუფიქრებელი დაპირება გასცეთ, რასაც შემდეგ ინანებთ. შაბათს მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ მძიმე საკვებს უნდა ერიდოთ.

თევზები

Гороскоп на 13 августа 2025 года Рыбы

ამ კვირაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ვნებამ და იმპულსურმა სურვილებმა შეიძლება გაუმართლებელ ქცევამდე მიგიყვანოთ. სამშაბათს შეიძლება ჩვეულებრივზე მეტი მუშაობა მოგიწიოთ, მაგრამ ეს მომავალში ღირსეულად დაფასდება. ხუთშაბათს შესაძლებელია კონფლიქტური სიტუაცია. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სხვისი დანაშაული საკუთარ თავზე არ აიღოთ. პარასკევი და შაბათი ხელსაყრელი დღეებია ფიზიკური აქტიურობისა და გართობისთვის. გირჩევთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს შეეხმიანოთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

სრულად წაკითხვა