მეფე ჩარლზ III-მ, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის, საკუთარი დაკრძალვა დაგეგმა მოამზადა, რითიც ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით პრინცი უილიამი გააოცა. როგორც ჩანს, გეგმის მომზადებისას, მეფეს მემკვიდრის აზრი არ გაუთვალისწინებია.
წყაროების ინფორმაციით, ჩარლზი დარწმუნებულია, რომ უილიამი მონარქიის მომავალზე პასუხისმგებლობას აიღებს და დამოუკიდებლად იმოქმედებს.

„სასახლე ცდილობს მისი უდიდებულესობის ავადმყოფობის სიმძიმე დამალოს, მაგრამ ჩარლზმა და მისმა ვაჟებმა იციან, რომ ეს დასასრულია. უილიამი ჩარლზის კურთხევით თუ მის გარეშე, უკვე მონარქიის მომავლის გეგმებს ადგენს და თავად იღებს გადაწყვეტილებებს, როგორც მომავალი მეფე“, – აღნიშნა ინსაიდერმა.

რაც შეეხება მეფის დაკრძალვას, ჩარლზ III გეგმავს, რომ ის ელისაბედ II-ის დაკრძალვის დონის იქნება. ის მასშტაბურ ღონისძიებაზე ოცნებობს, რომელშიც მონაწილეობას უამრავი მაღალი დონის სტუმარი და სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი წარმომადგენელი დაესწრება. ამ გეგმას შეზღუდვებიც აქვს – მეფეს არ სურს, რომ მის დაკრძალვას ყოფილი პრინცი ენდრიუ და მისი ყოფილი მეუღლე სარა ფერგიუსონი დაესწრონ, რომლებსაც მან ყველა ტიტული, წოდება და პრივილეგია ჩამოართვა.
ასევე დაგაინტერესებთ

4 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·