#OK! მეფე ჩარლზმა დევიდ ბექჰემი რაინდად აკურთხა

4 hours ago 5

მეფე ჩარლზ III-მ ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, სერ დევიდ ბექჰემი ფეხბურთისა და ბრიტანული საზოგადოების წინაშე გაწეული დამსახურებისთვის ბერკშირში გამართულ ცერემონიაზე რაინდად აკურთხა.

Девида Бекхэма посвятили в рыцари - BBC News Русская служба

სერ დევიდის სახელი მეფის დაბადების დღის აღსანიშნავად დაჯილდოებულ პირთა  სიაში შეიტანეს.

ინგლისის ნაკრების 50 წლის ყოფილი კაპიტანი უინძორის ციხესიმაგრეში მეუღლის, ვიქტორიას დიზაინით შეკერილი კოსტიუმით მივიდა. ცნობისთვის, მოდის სფეროში შეტანილი დამსახურებისთვის, 2017 წელს ვიქტორიამ ბრიტანეთის იმპერიის ორდენის (OBE) ოფიცრის წოდება მიიღო.

„მეფე ჩარლზს ჩემი კოსტიუმი ძალიან მოეწონა“, – აღნიშნა ბექჰემმა და აღიარა, რომ რაინდად კურთხევის გამო ძალიან ამაყობს.

„ხალხმა იცის, რამდენად პატრიოტული ადამიანი ვარ  და როგორ მიყვარს ჩემი ქვეყანა. ყოველთვის ვამბობდი, რამდენად მნიშვნელოვანია მონარქია ჩემი ოჯახისთვის. მე საშუალება მქონდა მთელი მსოფლიო მომევლო, ხალხი უმეტესად, ჩვენი მონარქიის შესახებ მესაუბრებოდა და მე ამით ვამაყობ,“ – თქვა ფეხბურთელმა.

Король Чарльз III посвятил Дэвида Бекхэма в рыцари/ коллаж УНИАН, скриншоты Instagram

რაინდად კურთხევის შემდეგ სერ დევიდის მეუღლეს, ვიქტორიას ლედი ბექჰემის ტიტული მიენიჭა. Spice Girls-ის ყოფილმა მომღერალმა ქმარს ინსტაგრამზე აღფრთოვანებული პოსტი მიუძღვნა:

„თქვენ ყოველთვის ჩემი რაინდი იყავით, მაგრამ ახლა ეს ოფიციალურია. სერ @davidbeckham!!! რა პატივია! უზომოდ ამაყი ვარ. თქვენი ერთგულება ყველაზე მნიშვნელოვანის  – თქვენი ქვეყნის, თქვენი საქმის და რაც მთავარია, თქვენი ოჯახის მიმართ – არასდროს შერყეულა. ის, თუ როგორ შეეხეთ უამრავი ადამიანის ცხოვრებას წლების მანძილზე საკუთარი სიკეთით და თავმდაბლობით, მეტყველებს იმაზე, თუ როგორი ადამიანი ხართ, მაგრამ ყველაზე მეტად იმით ვამაყობ, რომ შემიძლია ჩემი გიწოდოთ. ძალიან მიყვარხარ“ – დაწერა ვიქტორიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! ბექჰემების ფეშენებელური სახლი, რომლის ფასიც £31 მილიონია

სრულად წაკითხვა