მეთიუ მაკკონაჰი, რომელიც ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ მამაკაცად ითვლება, 56 წლის გახდა. ვარსკვლავი, რომელიც რომანტიკული კომედიის გმირიდან ძლიერ დრამატულ მსახიობად იქცა, შესაძლოა, ეკრანზე ვერასოდეს გვენახა რამდენიმე შემთხვევა რომ არა. ეს მსახიობი უცნაური და უჩვეულო ფაქტების ნამდვილი საგანძურია, რომლებზეც ჩვენს წერილში გიამბობთ.

დედა 40 წელი ატყუებდა
როდესაც მეთიუ პატარა იყო, დედამ ბავშვთა სილამაზის კონკურსში მიაღებინა მონაწილეობა. მეთიუს დაჯილდოების ამსახველი ფოტო მშობლების სახლში, თვალსაჩინოდ იყო გამოფენილი. მსახიობს გულწრფელად სჯეროდა, რომ კონკურსში გაიმარჯვა, სანამ 40 წლის ასაკში, თასზე 2 ნომერი არ შენიშნა.

მისი სექსუალური ცხოვრება სევდიანად დაიწყო
მაკკონაჰიმ თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში პირველ სექსთან დაკავშირებული სამწუხარო გამოცდილების შესახებ დაწერა: „პირველად სექსი 15 წლის ასაკში მაიძულეს. დარწმუნებული ვიყავი, რომ ქორწინებამდე სექსის გამო ჯოჯოხეთში მოვხვდებოდი“.
იმავე წიგნში მსახიობი იხსენებს, რომ 18 წლის ასაკში უცნობმა მამაკაცმა სატვირთო ავტომობილში გააუპატიურა, რის შემდეგაც გონება დაკარგა.

იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა
მეთიუ ოჯახურ ბიზნესში ან ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობას არასოდეს აპირებდა, ამიტომ სკოლის დამთავრების შემდეგ ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტში, ურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. მეორე კურსზე იყო, როცა ოგ მანდინოს წიგნი წაიკითხა წარმატების, ცხოვრებისეული ფილოსოფიისა და მოტივაციის წესებზე და მიხვდა, რომ დროს იმ საქმის კეთებაში კარგავდა, რომელიც არ უყვარდა, ამიტომ სამსახიობო ფაკულტეტზე გადავიდა.

ცნობილი შემთხვევით გახდა
მსახიობის დიპლომის აღებისა და რამდენიმე რეკლამაში მონაწილეობის შემდეგ მეთიუმ ერთ-ერთ ბარში პროდიუსერი დონ ფილიპსი გაიცნო, რომელიც თავისი თინეიჯერული ფილმისთვის – Dazed and Confused მსახიობს ეძებდა და 24 წლის მაკკონაჰი საცდელ გადაღებებზე მიიწვია. ფილმი გამოსვლისთანავე პოპულარული გახდა და ახალბედა მსახიობს აღიარება მოუტანა.

საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააპატიმრეს
ის რელიგიურ ოჯახში გაზრდილი, ღვთისმოსავი კათოლიკეა, რომელიც შაბათ-კვირას ეკლესიაში დადის, თუმცა ახალგაზრდობაში, 90-იანი წლების ბოლოს საკმაოდ თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობდა. ერთ მშვენიერ ღამეს მეთიუმ გართობა გადაწყვიტა, ღამით ქუჩაში შიშველი გავიდა და დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრა დაიწყო. მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს და ახალგაზრდა მეამბოხე პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს.

სხეულის სუნი არ აწუხებს
მიუხედავად იმისა, რომ მაკკონაჰი ერთ დროს რამდენიმე ოდეკოლონისა და სუნამოს სახე იყო, დეოდორანტებისა და ანტიპერსპირანტების გამოყენებაზე უარი თქვა. მსახიობის დედას მიაჩნდა, რომ ადამიანს თავისი, ბუნებრივი სურნელი უნდა ჰქონდეს, თუმცა ეს ყველას არ მოსწონდა. მაგალითად, ფილმების „როგორ დავკარგოთ ბიჭი 10 დღეში“ და „სულელის ოქრო“ გადასაღებ მოედანზე მეთიუს ქეით ჰადსონი ემუდარებოდა, რომ ქვის მარილი ბუნებრივ დეოდორანტად გამოეყენებინა. ბოლოს და ბოლოს, მას სასიყვარულო სცენები ჰქონდა მსახიობთან, რომელსაც რბოლიდან დაბრუნებული ცხენის სუნი ჰქონდა.

ტანსაცმლის დიზაინერი გახდა
მაისური, რომელსაც ფილმიდან „დაბნეული და დაბნეული“ ციტატა ამშვენებდა – Alright, alright, alright მაღაზიის დახლებზე დადებისთანავე გაიყიდა. შემოსავლის ყოველი ცენტი ქველმოქმედებას მოხმარდა და ნიჭიერი მოზარდების მხარდამჭერ ფონდში გადაირიცხა.
მზადაა, როლისთვის ჯანმრთელობა გაწიროს
2013 წელს ეკრანებზე გამოვიდა „დალასის მყიდველთა კლუბი“, სადაც მეთიუ აივ ინფიცირებულ ამერიკელ მუშას განასახიერებს. ამ როლისთვის მსახიობმა 22 კილოგრამი დაიკლო, თუმცა ოსკარი და ოქროს გლობუსი მიიღო.

ადამიანი მძევლად აიყვანა
ფილმში „ტეხასური ჟლეტა ხერხით“ მეორეხარისხოვანი როლისთვის, მეთიუ მაკკონაჰიმ კომპანიის სამზარეულოში, რომელიც გადაღებებს აწარმოებდა, კოვზი აიღო და იმის დასამტკიცებლად, რომ როლის კარგად შესრულება შეეძლო, მდივანი ქალი მძევლად აიყვანა. სანამ მეთიუ „როლში იყო“ გოგონა, რომელმაც მსახიობის ჩანაფიქრის შესახებ არაფერი იცოდა, სრულიად ბუნებრივად ტიროდა და ნერვიულობდა.
პანდემიის დროს ბევრი სიცოცხლე იხსნა
ჰოლივუდის ვარსკვლავმა, მეუღლესთან, კამილა ალვესთან ერთად, პანდემიის დროს, კარანტინის დაწყებამდე რამდენიმე შორეულ საავადმყოფოში ათიათასობით ერთჯერადი დამცავი ნიღბის მიტანა მოახერხა.
„რაც უფრო თავდაჯერებულად და მშვიდად გრძნობს ადამიანი ოჯახში თავს, მით უფრო მაღლა ასვლა შეუძლია. პირადი ცხოვრება იმდენად დიდ სტიმულს მაძლევს, რომ თავს მსოფლიოს მწვერვალზე ვგრძნობ“ – მეთიუ მაკკონაჰი.

სტუდენტების დახმარება
საკუთარი სამწუხარო გამოცდილების გათვალისწინებით, მეთიუ მაკკონაჰიმ 2006 წელს უნივერსიტეტის სექსუალური ძალადობის პრევენციის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა – ის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად სტუდენტებს ღამით სახლში დაბრუნებაში ეხმარებოდა.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! “ჰოლივუდის ლეგენდები” – ბრედ პიტი და ჯორჯ კლუნი ახალი ფილმის Wolves-ის გადაღებებზე

6 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·