#OK! 31 იანვარს HR პროფესიონალთა ასოციაცია | HRPA • Georgia წევრთა ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეა გაიმართება

19 hours ago 1

დამეთანხმებით ალბათ, რომ დღეს ბიზსნეს სამყარო უსწრაფესად ვითარდება. კომპანიების განვითარებაში კი HR სფეროს როლი უმნიშვნელოვანესია. HR-ის მოვალეობებში არამხლოდ საჭირო ადამიანების შერჩევა, არამედ ბიზნეს კულტურის შექმნა შედის, რაც თავისმხრივ განაპირობებს თანამშრომელთა პროდუქტიულობის ზრდას და კომპანიის განვითარებას. თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო განვითარდეს HR დღეს და როგორ უნდა აუწყოს ფეხი ტენდეციებს, ამის შესახებ HR პროფესიონალთა ასოციაცია | HRPA • Georgia-ს დამფუძნებელი სერგო ნოზაძე და HRPA-ის აღმასრულებელი დირექტორი სალომე ღაჭავა გვესაუბრნენ.

წარმოგვიდგინეთ HR პროფესიონალთა ასოციაცია | HRPA • Georgia… რა იყო მისი შექმნის მიზანი?

სერგო ნოზაძე: ასოციაციის შექმნის უმთავრესი მიზანი იყო ჩვენ ვყოფილიყავით #ერთად და HR გადაგვეყვანა განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე. მიუხედავად სექტორული განსხვავებისა, ჩვენი #ერთად ყოფნა არის ჩვენივე განვითარების საწინდარი. ერთობის გარეშე ჩვენ ვართ ინდივიდები და გვიწევს მტკიცება, თუ რა ღირებულებას ვქმნი, ხოლო ერთად გაცილებით სწორად შეგვიძლია ეს. გვინდოდა ნათლად გვეჩვენებინა ჩვენი საქმიანობის შედეგები, თუ რა ღირებულებას ქმნის HR საზოგადოებაში სექტორების და სფეროების მიუხედავად. მაგალითად: ბიზნესში HR ეხმარება ეკონომიკის ზრდას, ტალანტების აგრეშე ბიზნესის უწყვეტობა გამორიცხულია. სახელმწიფოში კი იმისათვის, რომ სწორი ფასეულობის ადამიანებს გაცნობიერებული ქონდეთ, თუ რამხელა გავლენას ახდენენ თავიანთი შედეგებით და საქმიანობით ქვეყანაზე, ამაშიც HR-ს თავისი წვლილი აქვს. არასამთავრობო სექტორში HR-ები არიან ის ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივი სულისკვეთების ადამიანების თავმოყრას ახდენენ ორგანიზაციებში და მათი შეხედულებების სწორ დემონსტრირებას უწყობენ ხელს.
სწორედ ამ მიზნით შევიკრიბეთ დაახლოებით 30 ადამიანი და გადავწყვიტეთ, ერთად შეგვექმნა ასოციაცია, რათა შეგევექმნა საერთო დღის წესრიგი – პროფესიის და კომპეტენციების განვითარების, ერთმანეთის აღიარების და დაფასების, ერთმანეთის მხარდაჭერის. პირველი რაც დავიწყეთ ეს იყო, ჩვენი შეხედულებების, ფასეულობების გადმოტანა ფურცელზე, რასაც დავარქვით წესდება. 30 დან 7 ადამიანმა საკუთარ თავზე ავიღეთ, რომ შეგვექმნა ორგანიზაცია და დავაფუძნეთ HR პროფესიონალთა ასოციაცია | HRPA • Georgia 2017 წლის 29 დეკემბერს. ამის შემდეგ ორი წელი იყო ძალიან საინტერესო, აქტიური მუშაობა დავიწყეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან: USAID, UNDP, UN Women, CIPE და სხვა. თითოეული მათგანი აღნიშნავდა, რომ ჩვენი წამოწყება იყო აუცილებელი და მნიშვნელოვანი, რადგან HR-ების გაძლიერება პირდაპირპროპორციულია ბიზნესის მდგრადობისა და განვითარების, სწორი ტალანტების ბაზარზე შემოსვლის და მათთვის სწორი მიმართულების მიმცემი. შესაბამისად ყველამ დახმარების მზადყოფნა გამოხატა, ამას მოყვა საეთაშორისო ექსპერტების ჩამოსვლა, დიალოგის დაწყება და გამოცდილების გაზიარება. ორი წლის შემდეგ ექსპერტებისგან მივიღეთ შეფასება, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად და მდგრადად განვითარებადი ასოციაცია საქართველოში. ეს ჩვენთვის უდიდესი მოტივაცია იყო, მოგვემატა თავდაჯერებაც და აქედან დავიწყეთ წევრების მიღება HR ასოციაციაში. დღეს უკვე 500-ზე მეტი ვართ და გვაქვს სამი ტიპის წევრობა.

როგორ შევაჯამებდით 2024 წელს?

სალომე ღაჭავა: წლევანდელი წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რადგნ გავხდით ევროპის HR ასოციაციის წევრი. ყველა ქვეყნიდან მხოლოდ ერთ ასოციაციას შეუძლია წარმოადგინოს ქვეყანა და ეს ჩვენთვის უდიდესი პატივია, რომ წარმოვადგენდეთ არა მხოლოდ 500 ადამიანს, არამედ მთელ ქვეყანას. ეს პროცესი გრძელდებოდა მაისიდან ივლისამდე, როდესაც ქვეყანაში საპროტექსტო აქციები მიმდინარეობდა და ამ დროს, შეიძლება ითქვას, ჩვენ ჩვენს წილ ევროპაში შევედით. ეს აღიარება ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამით ხაზგასმა მოხდა, რომ ჩვენ არ ვართ უბრალოდ განვითარებული ქვეყანა, რომელმაც ახლა დაიწყო HR სისტემის განვითარება, არამედ გვაქვს რაღაც ღირებული, რომელიც შეგვიძლია ევროპას გავუზიაროთ.

როგორ შეიძლება დღეს განვითარდეს HR, როგორ უნდა აუწყოს ფეხი ტენდეციებს?
სერგო ნოზაძე: უკვე რამდენიმე წელია ჩვენ ფოკუსს HR გაციფრულებაზე ვაკეთებთ. ეს არის შესაძლებლობა არამხოლოდ იმისა, რომ უფრო მეტად ეფექტური გახდეს HR პროცესები, არამედ ავტომატიზაციის გზით, HR განთავისუფლდეს რუტინული ოპერაციებისგან და ის კიდევ უფრო ახლოს იყოს მენეჯმენტთან და თანამშრომლებთან, HR-ს უნდა ქონდეს მათთან დიდ ხანს ყოფნის შესაძლებლობა, რათა იცოდეს, რას ფიქრობს მენეჯმენტი, თანამშრომლები და როგორ შეიძლება ღირებულება შეუქმნას გუნდს ისე, რომ კომპანია მუდმივად ვითარდებოდეს.
აღსანიშნავია, რომ ევროპის HR ასოციაციის წვერობა კიდევ უფრო ფართოდ ხსნის კარებს, რათა გავიგოთ, რა ხდება HR-ის გაციფრულების მიმართულებით ევროპაში. არსებობს უამრავი ინსტრუმენტი, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც HR-ს კიდევ უფრო ეფექტურსა და შედეგზე ორიენტირებულს ხდის. წელს, ალბათ ყველაზე საინტერესო რაც გაციფრულების მიმართულებით გავაკეთეთ იყო ის, რომ HR-ები დავაფიქრეთ ზუსტად ხელოვნური ინტელექტის მოხმარებასა და განვითარებაზე, როგორ შეიძლება მათ აქედან მიიღონ სარგებელი. გაციფრულება ამ ნაწილით მოვიცავით, როგორც უნარის განვითარების, ცოდნის მიღების ასევე, ხელოვნური ინტელექტის ნაწილშიც. ამ მიმართულებას რა თქმა უნდა, მომავალ წელსაც გავაგრძელებთ.
გარდა ამისა, აუცილებელია HR-ის როგორც ლიდერის განვითარების ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია HR-მა დაიმკვიდროს თავისი დამსახურებული ადგილი – აღმასრულებელი საბჭოების და დირექტორების დონეზე და იყოს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიმღები. HR-ში ლიდერის განვითრება დგას რამდენიმე ელემენტზე, უპირველესად ეს არის ინდივიდუალური კომპეტენციის განვითარება – თავად იყოს თავდაჯერებული და გამბედავი. მეორე დონეზე კი, მას უნდა შეეძლოს კომპანიას აჩვენოს, თუ როგორ შეუძლია მას კომპანიის განვითარების სტრატეგიაში იყოს კონტრიბუტორი. ამ მიმართულებითაც, ჩვენ გავაგრძელებთ სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციებთან თანამშრომლობას, რათა HR-ის როლზე და მნიშვნელობაზე მუდმივად იყოს აქცენტი.

31 იანვარს “გენერალური ასამბლეა“ გაიმართება, რომ გვითხრათ რა თემებს განიხილავთ შეხვედრაზე?

სალომე ღაჭავა: მიმიდინარე მოვლენების ფონზე, ამ კრიზისულ პერიოდში, ვდგებით მყარად ჩვენს პოზიციაზე, რომ ჩავატაროთ ეს ღონისძიება, რადგან სწორედ ამ დროს, როცა ადამიანებს გვიჭირს ემოციურად, სწორედ ამ დროს არის მნიშვნელოვანი ის ადამიანური თუ პროფესიული გვერდში დგომა საჭირო. 31 იანვარს HR პროფესიონალთა ასოციაცია | HRPA • Georgia წევრთა ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეას უმასპინძლებს. ეს იქნება შემაჯამებელი შეხვედრა, რომელიც ყოველი წლის ბოლოს იმართება. მიმდინარე მოვლენების გამო, ამ შეხვედრას დეკემბრის ნაცვლად, იანვარში ვმასპინძლობთ. ეს არის წევრთა საერთო კრება, რომლის მიზანია წლის შეჯამება, ასევე ახალი წლის დაგეგმვა და წევრების მხრიდან კენჭისყრა, რომ ისინი იზიარებენ და ეთანხმებიან ამ გეგმებს. ასევე, დავაანონსებ პირველ პროფესიონალურ და ყოვლისმომცველ HR საჭიროებების კვლევას, რომელსაც სტრატეგიული კვლევების მენეჯმენტ კომპანია მეთოდოსთან ერთად განვახორციელეთ. ამ კვლევის პრეზენტაციაც გვექნება. ამას გარდა, იქნება დაჯილდოება და შევხვდებით ახალ წევრებს.

სამომავლო გეგმები როგორია?

სალომე ღაჭავა: სამომავლოდ, ჩვენი წლის კალენდარი უმეტესად 2024 წლის მსგავსი იქნება, თუმცა ცხადია ფორსმაჟორულად გადავეწყვეთ და თემატურად მოვერგებით მიმდინარე კრიზისს, რათა მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი HR პროფესიონალებს. ასევე დავამატებთ სხვა ინოვაციურ ფორმატებს, როგორებიცაა ინდუსტიური HR გამოწვევების გაზიარება, კომიტეტებში მუშაობა და სხვა.

ტექსტი: სოფიო მალანია

სრულად წაკითხვა