#OK! ნახვამდის, „ნაპოლი“ – ხვიჩა კვარაცხელია

19 hours ago 1

უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ ნებისმიერი ქართველისთვის და არა მარტო ქართველისთვის გამორჩეული და საყვარელი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია თამაშს „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს. ამასთან დაკავშირებით „ნაპოლს“ მარადონას სტადიონიდან გადაღებული ვიდეომიმართვა თავადაც გაავრცელა.

ხვი­ჩა უკვე და­ემ­შვი­დო­ბა თა­ნა­გუნ­დე­ლებ­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, რაც AreaNapoli-ს ცნო­ბით, ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი და გუ­ლის ამა­ჩუ­ყე­ბე­ლი მო­მენ­ტი იყო.

„მიჭირს და რთულია, მაგრამ დამშვიდობების დრო მოვიდა. აქ საოცარი დრო გავატარე, ერთად უამრავი მოგონება დავაგროვეთ. ბევრი საოცარი ემოცია განვიცადეთ. „ნაპოლი“ ჩემი სახლი იყო, სადაც თითოეული თქვენგანის დამსახურებით თავს საუკეთესოდ ვგრძნობდი. ის გზა, რაც ერთად გავიარეთ, ახლა თავში მიტრიალებს და ძალიან ემოციურია.

პირველი გოლი და განცდები არასოდეს დამავიწყდება. ჩემი პირველი ნაბიჯები „სტადიო მარადონაზე“ და თქვენი  შეძახილები, ემოციები და მუხტი განსაკუთრებული იყო როგორც საშინაო, ასევე საგარეო მატჩებში.

ნეაპოლი საფეხბურთო ქალაქია, რომელიც ცხოვრობს და სუნთქავს ფეხბურთით. ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდი ისტორიის ნაწილი გავხდი. აქ ბევრი რამ ვისწავლე, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. გავიზარდე როგორც ადამიანი და როგორც სპორტსმენი. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ მაისურის ტარება.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც კლუბში მუშაობს: მწვრთნელებს, სტაფის თითოეულ წევრს, ჩემს თანაგუნდელებს და გულშემატკივრებს. გემშვიდობებით, მაგრამ თქვენ სამუდამოდ დარჩებით ჩემს გულში და იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ისევ შევხვდებით.

ვიცი, ჩემი წასვლით გული ძალიან გწყდებათ, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერს გეტყვით. მინდა, წარმატებები გისურვოთ და ამ ქალაქს, ამ ხალხს სკუდეტო მოუტანოთ.

წასვლამდე ყველაზე მეტად აქ მოსვლა (დიეგო მარადონას მურალთან) მინდოდა. ეს განსაკუთრებული ადგილია. აქ განსაკუთრებულად იგრძნობა, რას ნიშნავს ამ ქალაქისთვის დიეგო. ამ ადგილს განსაკუთრებული ძალა და ენერგია აქვს.

ნახვამდის, დიეგო! ნახვამდის, „ნაპოლი““ – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია ვიდეომიმართვაში.

პარიზელები და კვარაცხელია პირადი კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეთანხმებულები არიან. იტალიელი ჟურნალისტის, ალფრედო პედულას ცნობით კონტრაქტი 2029 წლამდე გაფორმდება, სატრანსფერო ღირებულება კი 75 მილიონს მიაღწევს. კვარაცხელია “პსჟ”-ს ისტორიაში პირველი ქართველი იქნება.

სრულად წაკითხვა