#OK! 79 წლის შერი ქორწილისთვის ემზადება

1 day ago 16

ამერიკელი მომღერალი შერი ქორწილისთვის ემზადება. ბოლო სამი წელია ვარსკვლავი 40 წლით უმცროს შეყვარებულთან თავს ბედნიერად გრძნობს და ასე გაგრძელებას გეგმავს. შერის საქმრო – მუსიკალური პროდიუსერი ალექსანდრე ედვარდსი მომავალ წელს  40 წლის იუბილეს აღნიშნავს, შერი კი – 80 წლის გახდება. მომღერალი გეგმავს, რომ მისი დაბადების დღე დასამახსოვრებელი და სანახაობრივი იყოს – საქორწინო კაბით და საკურთხეველთან ფიცის დადებით.

The Mirror ვარსკვლავთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ქორწილი მაისში, შერის დაბადების დღეს შედგება.

მას მიაჩნია, რომ 80 წლის იუბილე იდეალური დროა დაქორწინებისთვის. შერს ასაკობრივი სხვაობა არ აინტერესებს და ორივე მზადაა, ერთმანეთს თავი მიუძღვნას – წერს გამოცემა.

შერისა და ახალგაზრდა მუსიკოსის ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია პირველად 2022 წლის სექტემბერში გავრცელდა. სამი თვის შემდეგ, არტისტმა მიანიშნა, რომ ეს უბრალო რომანი არ იყო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც არათითზე ნიშნობის ბეჭედი უკეთია. წყვილი 2023 წლის მაისში დაშორდა, მაგრამ სექტემბერში ისევ ერთად გამოჩნდა.

79-летняя Шер готовится к свадьбе – что известно

„ის უბრალოდ მიყვარს. ვფიქრობ, რომ ის სიმპათიური და ძალიან ნიჭიერია. არავინ იცის, რა ხდება ჩვენს შორის. ჩვენ უბრალოდ მშვენივრად ვატარებთ დროს“, – თქვა შერმა თავის შეყვარებულზე CBS Morning-ის დღის შოუში ახლახან.

მომღერალმა ასევე აღიარა, რომ ღმერთს ყოველთვის ერთ რამეს თხოვდა: ბავშვს და მამაკაცს თხოვდა და ზუსტად ის მიიღო, რაც სურდა – ედვარდსი. მისი თქმით ედვარდსი დედოფალივით ექცევა და 40 წლიანი სხვაობა არ აღელვებს.

r/popculturechat - Шер (76) подтвердила отношения с Александром Эдвардсом (36), с которым познакомилась месяц назад. АЕ раньше встречался с Эмбер Роуз (и у них есть общий 3-летний сын).

„ჩემთვის ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ბედნიერები ვართ და არავის ვაწუხებთ“ – აღნიშნა მომღერალმა.

შეგახსენებთ, რომ შერი იგივე შერილინ სარქისიანი სომხური წარმოშობის ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი, რეჟისორი და მუსიკალური პროდიუსერია. მას მიღებული აქვს ოსკარი, გრემი, ემი, 3 ოქროს გლობუსი და ჰოლივუდის დიდების ხეივანში მისი სახელობის ვარსკვლავია. შერს ორ შვილი: ჩეზ ბონო და ელაიჯა ბლუ ოლმანი ჰყავს.

რაც შეეხება ალექსანდრე ედვარდსს, ის ურთიერთობაში იყო კანიე უესტის ყოფილ შეყვარებულთან,  ემბერ როუზთან და პროდიუსერს მისგან  ვაჟი ჰყავს.

 Шер вышла в свет с бойфрендом и его пятилетним сыном

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! “თუ ასაკს არ მიაქცევ ყურადღებას, არც ასაკი დაინტერესდება შენით” – 77 წლის შერის რჩევები ქალბატონებს

სრულად წაკითხვა