#OK! AZTIF 2025 – ალპური ზონის თეატრების I საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა

13 hours ago 1

აჭარის მაღალმთიან რაიონში, კერძოდ, ხულოს მუნიციპალიტეტში, 2025 წლის 9-დან 11 სექტემბრამდე იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ბაზაზე, – „ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი” გაიმართა. ფესტივალის კონცეფცია აერთიანებდა საშემსრულებლო ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას, როგორებიცაა: რამატული თეატრი, თოჯინების თეატრი, მუსიკალური თეატრი, საცირკო ხელოვნება და ფოლკლორი.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა ვორქშოპი თუ სპექტაკლი. დასკვნით დღეს კი მაყურებელმა ხულოს დრამატული თეატრის სცენაზე იხილა მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში კახა ბაკურაძის რეჟისურით დადგმული მიმოდრამა – სპექტაკლი ,,ბეთქილ.” ფესტივალის ფარგლებში მონაწილეებს გადაეცათ  სიმბოლური საჩუქრები და მადლობის სიგელები.

„ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალის” მიზანი მთის თეატრებისთვის განკუთვნილი საერთაშორისო პლატფორმის დაარსება; ხულოს თეატრის, როგორც რეგიონისთვის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრის წარმოჩენა, პოპულარიზაცია. მაღალმთიანი რეგიონისადმი ინტერესის გაძლიერება, ფესტივალის განხორცილებაში კერძო სექტორის ჩართულობა, ორმხრივი ინტერესის გაძლიერება,საქართველოს მთის თეატრებსა და კულტურის ცენტრებში არსებული სურათის გამოკვეთა და მათი განვითარების ხელშეწყობა იყო.

ფესტივალის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი – თამაზ ბოლქვაძე გახლდათ, ფესტივალის მენეჯერი კი – მარეხ ტუღუში, რომელმაც საკუთარ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ემოციურად აღწერა AZTIF 2025 – ის ემოციები.

„თეატრისთვის წერილი უნდა დავიწყო და არც ვიცი როდის მოვრჩები წერას და თუ მეყოფა სიტყვა, რომ მოვიცვა ყველაფერი. ფესტივალში მონაწილეს უთქვამს და აიტაცა ჩემმა ბრილიანტმა მარიამ ხითარიშვილმა ფრაზა –  ,,ფესტივალიდან ყველამ თავისი წილი ბედნიერება წაიღო.” მე არაფერი მინდოდა მეტი”- მარეხი ტუღუში

სრულად წაკითხვა