#OK! Puredistance – სუნამოებად ქცეული ისტორიები

1 week ago 4

Puredistance  Master Perfumes  ექსკლუზიური ნიშ პარფიუმერიის სახლია, რომელიც ჰოლანდიაში 2002 წელს იან ეუდ ვოსის მიერ დაარსდა. დროთა განმავლობაში, ბრენდი მოკრძალებული იდეიდან, თავისი სფეროს ერთ-ერთ ლიდერად გარდაიქმნა და დღესდღეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 100-მდე მაღაზიაშია წარმოდგენილი. გასულ თვეში კი, ამ მაღაზიათა რიცხვს „ლარომ ბუტიკი“-ც შეუერთდა, რომელიც საქართველოში Puredistance-ის სუნამოების ექსკლუზიური წარმომადგენელია.

ბრენდმა თავისი პირველი სუნამო 2007 წელს შექმნა და პარფიუმერიის უზარმაზარ , კონკურენტუნარიან სამყაროში მალევე მოიპოვა წარმატება. Puredistance-ს დღემდე 14 უნიკალური სუნამო აქვს შექმნილი. ბრენდს მიაჩნია, რომ უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს დრო სჭირდება დამკვიდრებისთვის, რის გამოც ახალი სუნამო ერთწლიანი და ორწლიანი ინტერვალებით გამოდის. ბრენდის დამფუძნებელმა იან ვოსმა განსაკუთრებული სიფრთხილით შეარჩია ის მასტერ პარფიუმერებიც, რომლებმაც  სხვადასხვა დროს Puredistance-ის არომატები შექმნეს: Antoine Lie, Nathalie Feisthauer, Roja Dove, Cécile Zarokian, Annie Buzantian… ბრენდის პირველი სუნამო სწორედ   ენი ბუზანტიანის  ქმნილებაა Puredistance-ის ნიშ პარფიუმერიის სახლისთვის.  სუნამოს ინსპირაცია გრეის კელია, მშვიდი, დახვეწილი, ელეგანტური სილამაზე. იანისა და ენის მათავარი შთაგონება ფოტოსურათი გახდა, სადაც შავკანიანი ქალი, თოვლიან ადგილას პოზირებდა.  სწორედ ამიტომ, კონტრასტული ნოტები და განწყობები: თბილი და ცივი, რბილი და ხრაშუნა, ხილი და ყვავილები სუნამოს მაგისტრალურ ხაზად იქცა და საზოგადოების აღფრთოვანება მარტივად შეძლო.

სისადავე და ელეგანტურობა იგრძნობა Puredistance-ის ფლაკონების დიზაინშიც.  ყოველი სუნამო ხელნაკეთი და უნიკალურია, მოთავსებულია ხელნაკეთ სასაჩუქრე ყუთში და წარმოდგენილია ბრენდის დამფუძნებლის ხელმოწერით.

MAGNIFICENT XII COLLECTION ბრენდის მაგისტრალური კოლექციაა, ის ყოველთვის მკაცრად განსაზღვრული,  სიმბოლური  რაოდენობის 12 სუნამოს აერთიანებს. 12 სუნამო – 12 ისტორია…თითქოს ამ კოლექციის სუნამოების ერთობლიობა მოგონებების ჯაჭვია, დალაგებული ფერთა გამით, სადაც თითოეული ფერის სუნამო თავისი არომატით განსაკუთრებულ ემოციას აღძრავს, რაც ქმნის მომხმარებელსა და სუნამოს შორის ღრმა კავშირს. Magnificent XII Collection“ განკუთვნილია მათთვის, ვინც ეძებს რაღაც განსაკუთრებულს, უნიკალურს და არ ეშინია, იყოს გამორჩეული და ინდივიდუალური.

შეუძლებელია, Puredistance-ის კოლექციიდან თქვენი შესაფერისი არომატი ვერ აღმოაჩინოთ. თითოეული მათგანს თავისი ძლიერი ხასიათი გააჩნია, ის კონკრეტულ მოგონებას გააღვიძებს თქვენში, ან კონკრეტულ ადამიანს გაგახსენებთ. როგორც ბრენდის დამფუძნებელი იან ვოსი ამბობს – „სილამაზე არ არის ხილვადი, ეს არის განცდა“. Puredistance-oს სუნამოები არ არის მხოლოდ სურნელი,  ის არის ისტორიები, რომელსაც თითოეული კომპოზიცია გვიყვება.

სრულად წაკითხვა