#OK! ამწე ლიფტი ჟირაფი – საჭირო სერვისი ბაზარზე

10 hours ago 2

ამწე ლიფტი – ,,ჟირაფი” გთავაზობთ სამშენებლო მასალების, ავეჯისა და მძიმე ტვირთების ატანა-ჩამოტანას პროფესიონალურად და უმაღლეს დონეზე.

ხშირია შემთხვევა, როდესაც ნივთი, რომელიც ასატანი ან ჩამოსატანი გაქვთ მაღალ სართულზე, ლიფტში არ ეტევა ან სარდაბაზოში არ ტრიალდება. სწორედ მის უსაფრთხოდ და დაუზიანებლად ჩამოტანას უზრუნველყოფს ამწე ლიფტი ჟირაფი.

კომპანია Jirafi.ge-ს სერვისები:

სამშენებლო ნარჩენების ჩამოტანა,

ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ატანა მაღალ სართულზე,

მასალების მიწოდებას მიმდინარე რემონტის დროს,

მძიმე ტვირთის გატანა/ჩამოტანა უსაფრთხოდ და დაუზიანებლად,

ჩვენი სერვისი იდეალურია როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული ობიექტებისთვის,

ამწე ჟირაფის მაქსიმალური სიმაღლე – 16–17 სართული. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მხოლოდ ჩვენი ამწე ლიფტი წვდება მე-17 სართულს,

გამოცდილი მძღოლ-ოპერატორებისა და მუშების ჯგუფი;

სატელეფონო კონსულტაცია (დაგვიკავშირდით ამ ნომერზე: 596 303 636), წინასწარი შეფასების უფასო სერვისი, ადგილზე ვიზიტი, და მომსახურება ერთ პაკეტად.

რა იყო ბაზარზე არსებული პრობლემა, რომელსაც თქვენი კომპანია პასუხობს?

ლაშა ჭაღიაშვილი, კომპანიის დირექტორი: მშენებლობების ბუმის ფონზე თბილისში შენობების სიმაღლე საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა ინფრასტრუქტურა – მათ შორის ლიფტები – ხშირად არ პასუხობდა თანამედროვე მოთხოვნებს. იყო უამრავი შემთხვევა, როცა ავეჯის, საყოფაცხოვრებო ნივთების ან სამშენებლო მასალების ატანა/ჩამოტანა თითქმის შეუძლებელი ხდებოდა — ან ლიფტი არ ფუნქციონირებდა, ან მისი ზომა შეუსაბამო იყო. ასევე კორპუსებში დამონტაჟებული ლიფტები არ არის განკუთვნილი მძიმე და გაბარიტული ტვირთის ასაზიდად, ამან შეიძლება დააზიანოს ლიფტი, ასევე დააბინძუროს და შეუქმნას დისკომფორტი კორპუსის სხვა მაცხოვრებლებს .

გვესმოდა, რომ ადამიანებს სჭირდებოდათ სწრაფი, უსაფრთხო და მარტივი გამოსავალი და ასე გაჩნდა იდეა: შექმნილიყო ჟირაფი ამწეს სერვისი, რომელიც ტექნოლოგიური სიზუსტითა და ადამიანური სანდოობით გადაწყვეტდა ამ პრობლემას.

დამკვეთების დიდი ნაწილი ინდივიდუალური ბინადრები არიან, თუმცა ვთანამშრომლობთ კომპანიებთანაც, რომლებიც სისტემატურად საჭიროებენ სწრაფი ლოჯისტური პრობლემების გადაწყვეტას პიონერი ამწეთი.

მარტივად შეგვიძლია, როგორც მინა პაკეტების, ასევე, ცემენტის ტომრების, კერამიკის, ლამინატის აზიდვა-ჩამოზიდვა. ამასთანავე, სრული სიფრთხილით ვეკიდებით ძვირად ღირებულ ნივთებს.

გაქვთ სტანდარტული პაკეტები თუ ყველაფერი ინდივიდუალურად ითვლება?

ამ მხრივ, ნამდვილად მოქნილები ვართ. გვაქვს რამდენიმე საგნობრივი პაკეტი – მაგალითად, “ატანა/ჩამოტანის პაკეტი“, „მთლიანი მომსახურება მუშებითა და სატვირთოთი“, მაგრამ საბოლოო შეთავაზება ყოველთვის ინდივიდუალურია.

ვაფასებთ ადგილს, სიმაღლეს, სამუშაოს მოცულობას, დროის რესურსს და შესაბამისად ვთავაზობთ მისაღებ ფასს მომმარებელს.

ჩვენი მომხმარებლებისთვის ყველაზე კომფორტულია სრული მომსახურების მიღება, როცა ჯერ წინასწარ ვაფასებთ სიტუაციას სრულიად უფასოდ, როგორც სატელეფონო კონსულტაციით, ისე ადგილზე მისვლით.

შემდეგ სამუშაოს იწყებს ამწე მანქანა. გარდა ამისა, თუ მომხმარებელს სჭირდება მუშები და ბოლოს სატვირთოთი ნარჩენების გადაყრა, ამ ყველაფრის შემოთავაზებაც შეგვიძლია საკმაოდ მისაღებ ფასად.

უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს სერვისი ყველაზე დიდი პოპულარობითა და მოწონებით სარგებლობს.

რა მექანიზმები გამოიყენება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამწე ჟირაფის მუშაობის დროს?

მადლობა ამ კითხვისთვის. უსაფრთხოება ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია და ამას რამდენიმე გზით ვუზრუნველყოფთ: ოპერატორების სავალდებულო ტრენინგი — ყველა მძღოლი გადის სპეციალურ პრაქტიკულ გადამზადებას, როგორ იმუშაოს ამწე ლიფტით სხვადასხვა პირობებში.

ტექნიკის რეგულარული შემოწმება — ყოველი გამოსვლის წინ ტექნიკა გადის ვიზუალურ და ტექნიკურ ინსპექტირებას.

ჩვენს ჟირაფი ამწე ლიფტებს გავლილი აქვთ სპეციალური ტექნიკური ინსპექტირება და გვაქვს შესაბამისი სერტიფიკატები, რაც ადასტურებს მათ გამართულობასა და უსაფრთხო ოპერირების შესაძლებლობას.

უსაფრთხოების ზონის მონიშვნა ადგილზე — ჩვენი ოპერატორები განსაკუთრებით ყურადღებას აქცევენ, რომ იმ სამუშაო არეალში, სადაც ჟირაფი მუშაობს, უსაფრთხოების ნორმები მკაცრად დაიცვას როგორც ჩვენი გუნდის წევრებმა, ისე მიმდებარე მაცხოვრებლებმა.

როგორ ხედავთ Jirafi.ge–ს გაფართოებას?

მიმდინარე ეტაპზე ვმუშაობთ მძლავრი და მაღალი სიმძლავრის მქონე ამწეების შემოყვანაზე, რომლებიც უფრო მაღალ სართულებს (მე-17-ზე ზემოთ) წვდებიან. ეს მნიშვნელოვანია ახალ აშენებულ მრავალსართულიან კორპუსებში სწრაფი სერვისის გასაწევად.

გვაქვს გეგმაში რეგიონების ათვისება — პირველ რიგში დიდ ქალაქებში: ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, შემდეგ კი სხვა დასახლებებში, სადაც მსგავსი სერვისი ჯერ მიუწვდომელია

ასევე ვაპირებთ ონლაინ დაჯავშნის სისტემის დანერგვას. ჩვენ საქართველოში ყველაზე მეტი, 8 ამწე ჟირაფი გვყავს და ბაზარზე ამითაც გამოვირჩევით. პოტენციურ მომხმარებლებს შეუძლიათ ნახონ ჩვენი უკვე არსებული მომხმარებლების შეფასებები, თუ როგორი მომსახურება გავუწიეთ მათ.

მის: 30 დავით აღმაშენებლის ქუჩა

ტელ: 555111405

სრულად წაკითხვა