სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა, რომელიც ცოლის მიმართ გრძნობებს არასოდეს მალავდა, სახლის უკანა ეზოში მეუღლის, პრისცილა ჩანის ქანდაკება დადგა და მისი ფოტოები ინსტრაგრამზე გამოაქვეყნა.მილიარდერმა აღნიშნა, რომ ცოლის მიმართ სიყვარულის გამოხატვა ისე სურდა, როგორც ამას ძველი რომაელები აკეთებდნენ.
ცუკერბერგმა საყვარელი ქალის ქანდაკება ამერიკელ მოქანდაკეს, დანილე არშამს შეუკვეთა. 40 წლის პრისცილა ქარში მოფრიალე ვერცხლისფერი მოსასხამითაა გამოსახული, რომელსაც მხრებთან ფრთების ფორმა აქვს.
ცოლისთვის ქანდაკების მიძღვნის ტრადიცია ძველ რომში ნამდვილად არსებობდა. ასეთი ქანდაკება ქალის მორალური სახის, ქმრისა და ოჯახისადმი ერთგულების საჯარო დასტური გახლდათ. ის ხაზს უსვამდა ქალის ისეთ თვისებებს, როგორიცაა სათნოება, მოკრძალება და ფიზიკური სილამაზე.შეძლებს თუ არა მარკ ცუკერბერგი რომაული ტრადიციის აღდგენას უცნობია, თუმცა ამბობენ, რომ ცოლის გულის მოგება უკვე მოახერხა.
პრისცილა ჩანი 1985 წელს, მასაჩუსტესის შტატში მცხოვრები ემიგრანტების ოჯახში დაიბადა.
2004 წელს, 30 წლის ასაკში ქალმა მომავალი მეუღლე ჰარვარდის უნივერსიტეტში გაიცნო და 9 წლის შემდეგ მასთან საიდუმლოდ იქორწინა. წყვილმა ეს დღე საკუთარი სახლის ეზოში, მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა.
2015 წელსმარკს და პრისცილას პირველი ქალიშვილი შეეძინა, ორი წლის შემდეგ კი – მეორე.
ბევრი მილიარდერის ცოლისგან განსხვავებით, პრისცილას გლამურული ცხოვრება, ძვირადირებული სამოსი და ბრილიანტები არ იზიდავს და მოკრძალებულად ცხოვრობს. ის თავისუფლად ფლობს სამ ენას, კარგად ესმის პროგრამირება და არის მედიცინის ექსპერტი. პრისცილა აქტიურად არის ჩართული საქმელმოქმედო საქმიანობაში.
Forbes-მა 2025 წლისთვის ამერიკელი ფილანთროპი მილიარდერების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანიც მოხვდნენ. გამოცემის ინფორმაციით, წყვილის ქონება 232.8 მილიარდ დოლარს შეადგენს, სიცოცხლის განმავლობაში გაღებული თანხა კი $5.1 მილიარდი დოლარია.