სადაზღვევო კომპანია „პრაიმის“ ფოთის ფილიალი თანამედროვე მომსახურების იმ სტანდარტს წარმოადგენს, რომელიც პასუხობს რეგიონული ბაზრის კონკრეტულ საჭიროებებს – მაღალი ხარისხით, ხელმისაწვდომობითა და ადამიანზე მორგებული მიდგომით. პრაიმის თითოეული თანამშრომლის ყოველდღიური საქმიანობა ემსახურება ერთ მთავარ მიზანს: მომხმარებელმა იგრძნოს, რომ მისი საჭიროებები გააზრებულია, ინტერესები კი – დაცული. ფოთისა და დასავლეთ საქართველოს მომხმარებლებისთვის „პრაიმი“ არ არის მხოლოდ სადაზღვევო კომპანია – ის არის სანდო პარტნიორი, რომელიც მუდმივად ცდილობს, მომხმარებელს შესთავაზოს მასზე მორგებული, თანამედროვე და ეფექტური მომსახურება. გთავაზობთ ინტერვიუს სადაზღვევო კომპანია „პრაიმის“ ფოთის ფილიალის დირექტორთან, ნათია ბახტაძესთან, რომელსაც 11-წლიანი გამოცდილება აქვს სადაზღვევო ინდუსტრიაში.
ფოთის ფილიალის მიზანი და მისი როლი კომპანიის განვითარებაში.
ნათია ბახტაძე: სადაზღვევო კომპანია „პრაიმის“ ფოთის ფილიალის გახსნის მიზანი ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზე მორგებული მაღალი სტანდარტების შესაბამისი მომსახურების მიწოდება იყო. ამ ყველაფერმა კი, ფოთსა და დასავლეთ საქართველოს რეგიონში გაზარდა ხარისხიანი, სანდო და თანამედროვე სადაზღვევო მომსახურების ხელმისაწვდომობა.
რას ნიშნავს „პრაიმის სტანდარტი“ თქვენი გუნდისთვის და როგორ გამოიხატება ის ყოველდღიურ მომსახურებაში?
დღეს, როცა მომხმარებელი ინფორმირებულია და გააჩნია არჩევანის თავისუფლება, „პრაიმის“ სტანდარტი არის ის ნიშა, რითაც სხვა კომპანიებისგან გამოვირჩევით. ეს ნიშნავს სანდოობას, დროისადმი პატივისცემას და მომხმარებლის საჭიროებებზე ზრუნვას. ყოველდღიურად ვცდილობთ, დაზღვეულებს შევთავაზოთ მომსახურება, რომელიც არა მხოლოდ ფინანსური რისკებისგან დაცვას, არამედ ნდობის შექმნასაც ემსახურება.
ჩემი გუნდის ყოველდღიური საქმიანობა ეფუძნება სამ ძირითად ღირებულებას: პასუხისმგებლობა, სწრაფი რეაგირება და გამარტივებული კომუნიკაცია. სწორედ ეს მიდგომა ქმნის იმ ნდობას, რის გამოც კლიენტები გვირჩევენ და რჩებიან ჩვენთან.
რას სთავაზობთ მომხმარებელს?
მომხმარებლებს ვთავაზობთ არა უბრალოდ სადაზღვევო მომსახურებას, არამედ პარტნიორობას – სადაც თითოეული დაზღვეული იგრძნობს, რომ მისი საჭიროებები არის გაგებული და დაცული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დაზღვევა არ იყოს გაურკვეველი და ბიუროკრატიული პროცესი – ვქმნით სერვისს, რომელიც ადამიანზე/ბიზნესზე არის ორიენტირებული.
„პრაიმში“ მთავარი ფასეულობა ნდობა, ყურადღება და რეაგირების სისწრაფეა.
რა ტიპის დაზღვევებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი ფოთის ფილიალში?
ფოთის ფილიალში ყველაზე დიდი მოთხოვნა არის კონტეინერების, ტვირთისა და პასუხისმგებლობის, ასევე მსუბუქი და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის დაზღვევაზე.
სამომავლო გეგმები
სამომავლოდ ვგეგმავთ სერვისების გაციფრულებას, რათა მომხმარებელს შევთავაზოთ მარტივი, სწრაფი და მორგებული მომსახურება, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს სადაზღვევო სერვისებით სარგებლობას.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ლაურა ზოიძე