ამერიკულმა ჟურნალმა Glamour დემი მური 2025 წლის წლის ქალად დაასახელა. „62 წლის მსახიობი საკუთარი მაგალითით მუდმივად გვაჩვენებს, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს და ოცნებების ასრულებისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. მას სტერეოტიპების დამსხვრევის არ ეშინია და შთამბეჭდავი გარეგნობით გარშემო მყოფებს აღაფრთოვანებს.“ – წერს გამოცემა.

დემი მურის კარიერამ მორიგი აღმავლობა 2024 წელს განიცადა, როდესაც მსახიობმა ფილმში „სუბსტანცია“ მთავარი როლი შეასრულა. საშინელებათა ფილმმა არა მხოლოდ მსახიობის ნიჭი წარმოაჩნა, არამედ ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა თვითშეფასება და ბუნებრივი დაბერების პროცესი ცხარე დისკუსია გამოიწვია .
დემი ქალებს მუდმივად საკუთარი თავის დაფასებისკენ მოუწოდებს. 2025 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე მან გულწრფელად აღიარა, რომ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე დარწმუნებული იყო, რომ როგორც მსახიობმა თავისი შესაძლებლობები ამოწურა და აღიარებას არ იმსახურებდა. ამის მიუხედავად, მან იპოვა ძალა წინსვლისთვის და წარმატებას მიაღწია. დემიმ ქალებს სცენიდან მიმართა და უთხრა, რომ თითოეულმა მათგანმა საკუთარი ღირებულებები უნდა იპოვოს.

მკაფიო პოზიციის გარდა, დემი მური თავისი გარეგნობით, განსაკუთრებით კი გრძელი თმითაც ყურადღებას იქცევს. მსახიობმა აღნიშნა, რომ არასდროს ესმოდა, რატომ აქვთ ასაკოვან ქალებს მოკლე თმა. როდესაც ვარსკვლავს ფილმისთვის „ჯარისკაცი ჯეინი“ თავის გადაპარსვა მოუწია, საკუთარ თავს პირობა მისცა რომ თმას გაიზრდიდა და აღარასოდეს შეელეოდა.

„ხშირად გვესმის, რომ მოხუც ქალებს გრძელი თმა არ უნდა ჰქონდეთ. ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა ყოფილიყო ასე, მაგრამ შევნიშნე, რომ მენოპაუზის ასაკში მყოფი ქალები თმას მამაკაცურად იჭრიდნენ, თითქოს საკუთარ სქესზე უარს ამბობდნენ. ამის შედეგ საკუთარ თმას უფრო მივეჯაჭვე. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მას საკუთარი ნებისყოფით ვაძლიერებ“ – აღნიშნა მსახიობმა.

ასევე დაგაინტერესებთ

1 week ago
11







English (US) ·
Georgian (GE) ·