#OK! ელიზიუმი – პირველი სრული ციკლის ნარკოლოგიური ცენტრი საქართველოში

2 days ago 10

დამოკიდებულება უკვე დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ ინდივიდუალური პრობლემა, ეს საერთო ეროვნული გამოწვევაა. სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე შეიქმნა „ელიზიუმი“, სივრცე, სადაც არ იყენებენ ჩანაცვლებით თერაპიას და პაციენტებს სთავაზობენ სრულფასოვან მკურნალობას – დეტოქსიკაციიდან პოსტრეაბილიტაციის ჩათვლით. დღეს „ელიზიუმი“ არა მხოლოდ სამედიცინო ცენტრი, არამედ მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული უსაფრთხო გარემოა, სადაც კომპლექსური მიდგომები და საერთაშორისო გამოცდილების გუნდი ერთად ქმნის გამოჯანმრთელების შესაძლებლობას.

მოგვიყევით „ელიზიუმის“ შექმნის ისტორია, რა იყო მისი შექმნის მიზანი?

ვერონიკა მჭედლიშვილი, დირექტორი: „ელიზიუმის“ შექმნის ისტორია დაკავშირებულია იმ სამწუხარო რეალობასთან, რაც დღეს გვაქვს საქართველოში. ნარკოტიკული საშუალებები აქამდე არასდროს ყოფილა ასეთი ხელმისაწვდომი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ოჯახში გვხვდება ერთი პირი მაინც, რომელიც ან ალკოჰოლზე, ან ნარკოტიკულ საშუალებაზეა დამოკიდებული. ამიტომ დამფუძნებლებმა გადავწყვიტეთ შეგვექმნა ისეთი მაღალი დონის კლინიკა, როგორიც ქართულ ბაზარზე ჯერ არ ყოფილა, სივრცე, სადაც გაერთიანებული იქნებოდა დამოკიდებულებასთან ბრძოლის ყველა კომპონენტი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ვყოფილიყავით პირველები და გაგვეკეთებინა კეთილი საქმე ქართველი თანამოქალაქეებისა და ზოგადად სახელმწიფოსთვის.

რა სთავაზობთ საზოგადოებას? გვესაუბრეთ პროგრამებზე…

ჩვენ ერთადერთი კლინიკა ვართ საქართველოში და მეტიც, ამიერკავკასიაში, რომელიც პაციენტს სთავაზობს დამოკიდებულებასთან ბრძოლის სრულ ციკლს (დეტოქსიკაცია, რეაბილიტაცია, პოსტრეაბილიტაცია). გვაქვს დეტოქსის მიმართულება, რაც მოიაზრებს სამედიცინო სტაციონალურ ნარკოლოგიურ მკურნალობას, ასევე რეაბილიტაციასა და პოსტრეაბილიტაციას. ეს ორი დეტოქსიფიკაციის შემდგომი ეტაპებია, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია, როდესაც რეალურ გამოჯანმრთელებაზე ვსაუბრობთ. რეაბილიტაციის გუნდი მოიცავს ფსიქოლოგებს, ქიმიური და არაქიმიური დამოკიდებულების კონსულტანტებს, რეაბილიტოლოგებს, არტთერაპევტებს, რომლებიც პაციენტს ეხმარებიან, გააცნობიერონ თავიანთი დაავადება და ისწავლონ ცხოვრება დამოკიდებულების გარეშე.

რატომ „ელიზიუმი“? რა გამოგარჩევთ ბაზარზე? უპირატესობები…

ვართ ერთადერთი სრული ციკლის ნარკოლოგიური ცენტრი საქართველოში, არ ვიყენებთ ჩანაცვლებით თერაპიას. ძლიერ ნარკოტიკს არ ვანაცვლებთ მსუბუქით. პაციეტი როგორც კი შემოდის ჩვენი ცენტრის ტერიტორიაზე, იმ მომენტიდან მის ორგანიზმში არანაირი ნარკოტიკული საშუალება აღარ ხვდება.

შეგვიძლია მაღალი დოზების მართვა. საქართველოს ყველა სხვა კლინიკა მაღალი დოზის მომხმარებელ პაციენტს უკან, სახლში აგზავნის და ეტყვის, რომ დამოუკიდებლად შეამციროს დოზა და მხოლოდ დაბალი დოზის მოხმარების შემდეგ შეძლებს კლინიკა მის მკურნალობას. ჩვენთან ასე არაა და პირდაპირ ნებისმიერი დოზის მომხმარებელ პაციენტს ვმართავთ.

დაცული ვართ ყველანაირი რისკისა და გართულებებისგან – გვყავს რეანიმატოლოგები 24/7-ზე. ეს არის ყველაზე მაღალი სტანდარტის ნარკოლოგიური კლინიკა – ჩვენი ძვირფასი პაციენტებისთვის შევქმენით ისეთი გარემო და პირობები, რომ თავი არ იგრძნონ სამედიცინო დაწესებულებაში. ტარდება ყოველდღიური სპორტული აქტივობები, როგორიცაა იოგა და გაწელვა. ტერიტორიაზე გვაქვს ღია აუზი, 3 200 კვ.მ. რეკრეაციული ზონა სხვადასხვა თავშეყრის ადგილებით, ბარბექიუ ზონა, საკალათბურთო, ფრენბურთისა და პინგ პონგის სათამაშო სივრცეები. ასევე, სპა-ზონა, სადაც პაციენტებს უტარდებათ სხვადასხვა მასაჟისა და სხეულის მოვლის პროცედურები. სპა-ზონა აღჭურვილია თავის მოვლის უახლესი საშუალებებით, როგორიცაა LPG Endermologie, ენდოსფერო. გვაქვს კოსმეტოლოგიური კაბინეტიც, სადაც პაციენტებს შეუძლიათ ჩაიტარონ სახის წმენდა, ინიექციები, ლაზერული ეპილაცია, მანიკიური და პედიკიური.

აღსანიშნავია, რომ ერთდროულად შეგვიძლია 54 პაციენტის მკურნალობა. ცენტრი აღჭურვილია 155 სამეთვალყურეო კამერით, გვყავს მაღალკვალიფიციური დაცვის სამსახური და სრულიად იზოლირებული ეზო, რაც ტერიტორიაზე რაიმე აკრძალული საშუალების შეღწევას აბსოლუტურად შეუძლებელს ხდის.

გუნდი, რომელიც „ელიზიუმს“ ქმნის

ჩვენი გუნდი მოიცავს ნარკოლოგებს, რეანიმატოლოგებს, ფსიქიატრებს, კლინიკურ ფსიქოლოგებს, რეაბილიტოლოგებს და ბევრ სხვა თანამშრომელს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიყვანეთ დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალები, რათა ჩვენს ქართველ მაღალკვალიფიციურ თანამშრომლებთან ერთად, შეგვექმნა „ელიზიუმის“ უნიკალური დამოკიდებულების პროგრამები, რომლებსაც დღეს ვთავაზობთ ქართველ მომხმარებლებს.

სამომავლო გეგმები

გეგმებში გვაქვს ლუდომანიის პროგრამის დანერგვა, პროფესიული გადაწვის პროგრამები, შოპოჰოლიზმის მკურნალობა და სხვა. ასევე, ვფიქრობთ ფილიალების გახსნას თბილისსა და რეგიონებში.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა