ჟურნალმა Vogue – მა 2025 წლის ყველაზე ელეგანტურად შემოსილი ვარსკვლავების რეიტინგი შეადგინა.
„ვის ეცვა ყველაზე კარგად? ამ კითხვას საკუთარ თავს ყოველ კვირას, ყოველი წითელი ხალიჩის შემდეგ ვუსვამთ, მაგრამ წლის ბოლოს უფრო ზუსტი პასუხის მიღება გვსურდა“, – აღნიშნეს გამოცემის ჟურნალისტებმა.
გთავაზობთ Vogue -ის ტოპ-10.
- Bad Bunny

31 წლის პუერტო-რიკოელი რეპერი წითელ ხალიჩაზე შთამბეჭდავი კოსტიუმებით ჩნდება. Vogue-მა რეპერის წლის ყველაზე გამორჩეულ სამოსად Prada-ს შოკოლადისფერი, საგანგებოდ შეკერილი კოსტიუმი დაასახელა, რომლითაც Bad Bunny Met Gala-ს დაესწრო.
- ჯენა ორტეგა

23 წლის მსახიობმა გოთიკის სტილში დაბრუნება დრამატული სილუეტებით, უჩვეულო ქსოვილებით, გაღიავებული წარბებით და არასრულყოფილი მაკიაჟით აღნიშნა.
- აიო ედებირი

30 წლის კინოვარსკვლავმა წელს სტილისტ დანიელ გოლდბერგთან დაიწყო მუშაობა, რათა საკუთარი გარდერობი ახალ დონეზე აეყვანა. ეს მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა – ახლა აიოს გამოჩენა შეუმჩნეველი არ რჩება.
- Doechii

27 წლის რეპერმა „გრემი-2025“-ზე, სადაც Thom Browne-ის მიერ სპეციალურად მისთვის შექმნილი ოთხი ლუქი წარმოადგინა, საზოგადოება აღაფრთოვანა, თუმცა, Vogue-მა საუკეთესოდ მაინც Met Gala-ზე გამოჩენა მიიჩნია.
- ჯენიფერ ლოურენსი

35 წლის ვარსკვლავის უნარი შუალედური სეზონის მრავალშრიანი სამოსი ოსტატურად შეახამოს კრიტიკოსებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ლოურენსს ისეთი მინიმალისტური ბრენდები უყვარს, როგორიცაა Phoebe Philo და The Row. ის ოსტატურად იყენებს გამოცდილ ხერხს – მკვეთრი წითელი აქსესუარებით სამოსის ხაზგასმას.
- კოლმან დომინგო

56 წლის მსახიობი და რეჟისორი იმითაა ცნობილი, რომ თამამ კოსტიუმებს – განიერ მხრებიან პიჯაკებს და მაღალწელიან შარვლებს იცვამს. რაღა დარჩა? ალბათ მხოლოდ ვინტაჟური ბროშის და Valentino Pussycat-ის ჩანთის დამატება.
- რიანა

37 წლის ვარსკვლავი საოცრად ახერხებს, რომ შეუთავსებელი შეახამოს – ვინტაჟი პოდიუმის ახალ ნივთებთან, სპორტული სტილი მაღალ მოდასთან და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა რიანას ლუქმა Met Gala-ზე, როდესაც მან მესამე ორსულობის შესახებ გამოაცხადა.
- A$AP Rocky

რიანას მეგობარი მამაკაცი უპირატესობას ელეგანტურ, თანამედროვე, ზოგჯერ სპორტულ სტილს ანიჭებს. „ეს ნამდვილად არ არის ის კოსტიუმები, რომლებსაც თქვენი მამა ატარებდა“, – აღნიშნა რედაქციამ.
- ჰაიდერ აკერმანი

54 წლის ფრანგი მოდელიერი ცნობილია თავისი უნაკლო, თავისუფალი კოსტიუმებით და ჰალსტუხების ნაცვლად, აბრეშუმის შარფებითდა რაც მთავარია, ის ყველაზე ელეგანტურ ადამიანებს – ტილდა სუინტონს, კეით მოსს, ტიმოტი შალამეს და სხვებს აცმევს.
- როზალია

33 წლის ესპანელი მომღერლის სამოსის სტილი ავანგარდს და ტრადიციას, დრამატიზმს და მინიმალიზმს აერთიანებს. ის თამამად თამაშობს ტექსტურებით, სილუეტებითა და აქსესუარებით და მოულოდნელ დეტალებს – გამჭვირვალე ქსოვილებს, მასიურ აქსესუარებს და არასტანდარტულ თავსაბურავებს ამატებს.
ასევე დაგაინტერესებთ

17 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·