რამდენიმე წლის წინ NASA-ს ახალი, კომერციული წამოწყების შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც მსურველებს საშუალებას აძლევს მთვარეზე მათთვის ძვირფასი ნივთები გააგზავნონ. იდეის თანახმად, უახლოეს მომავალში დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე დაკრძალვა გახდება შესაძლებელი და ამისთვის 13 000 დოლარის გადახდა იქნება საჭირო. თუმცა, მთვარეზე ერთი საფლავი უკვე არსებობს – ამერიკელი ასტროგეოლოგი, იუჯინ შუმეიკერი ერთადერთი ადამიანია, ვისი ფერფლიც მთვარეზე დაკრძალეს.

იუჯინ შუმეიკერი 1928 წლის 28 აპრილს ლოს-ანჯელესში დაიბადა. ბიჭუნა ადრეული ბავშვობიდან მეცნიერებით იყო გატაცებული. მან სკოლა თანატოლებზე ადრე დაამთავრა და 16 წლის ასაკში კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა.
შუმეიკერი ახალი სამეცნიერო მიმართულების – ასტროგეოლოგიის ფუძემდებელი გახდა, რომელიც მთვარის ქანებსა და კრატერების თავისებურებებს სწავლობდა.

1994 წელს მან აღმოაჩინა კომეტა ლევი 9, რომელიც 1994 წელს იუპიტერს შეეჯახა. ეს იყო პირველი შემთხვევა კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ასტრონომებმა შეძლეს სხვა პლანეტაზე კომეტის შეჯახებისათვის თვალი ედევნებინათ.

აშშ-ი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში იუჯინ შუმეიკერს მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის მედალს გადასცემს. 1992 წლის 23 ივნისი.
შუმეიკერი მთვარეზე გაფრენაზე ოცნებობდა, მაგრამ ჯანმრთელობამ ოცნების ასრულებაში ხელი შეუშალა. მეცნიერი 1997 წლის ივლისში ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა და დატოვა ანდერძი, რომლის თანახმად, მისი ცხედარი კრემაციის შემდეგ მთვარის კრატერში უნდა დაეკრძალათ.

იუჯინ შუმეიკერი ცოლთან ერთად
კოლეგის მიღწევების აღიარების ნიშნად, სამეცნიერო საზოგადოებამ მისი უკანასკნელი სურვილი შეასრულა. შუმეიკერის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, Lunar Prospector-ის კოსმოსურმა ხომალდმა მთვარის კრატერში მეცნიერის ფერფლით სავსე კაფსულა ჩააგდო. კაფსულაში ფერფლის გარდა, შუმეიკერის მიერ აღმოჩენილი ეშმაკის კრატერის ფოტო და მეცნიერის საყვარელი ნაწარმოებიდან „რომეო და ჯულიეტადან“ ამონარიდი იდო. დღეისთვის იუჯინ შუმეიკერი მთვარეზე დაკრძალული ერთადერთი ადამიანია.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

22 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·