ამერიკელი რეპერი სნუპ დოგი მილანში 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებზე აშშ-ის ნაკრების საპატიო მწვრთნელი იქნება – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განმარტებით, რეპერი სპორტსმენებს გაამხნევებს და მოტივაციას შემატებს. ეს ისტორიული დანიშვნაა – აშშ-ის ოლიმპიურ დელეგაციაში აქამდე ასეთი თანამდებობა არავის ჰქონია.
„სნუპ დოგი ცნობილია საზოგადოებრივი საქმიანობის სიყვარულითა და ახალგაზრდების მხარდაჭერით. ის თავის საფირმო იუმორსა და სითბოს აშშ-ის ნაკრების სპორტსმენების მოტივაციისთვის მომავალშიც გამოიყენებს“, – ვკითხულობთ აშშ-ის ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

რეპერმა განაცხადა, რომ ოლიმპიადის მთავარი გმირები სპორტსმენები არიან, ის მოვლენებს მხოლოდ შთაგონებას და ცხოვრებისეულ სიბრძნეს შემატებს.
შეგახსენებთ, რომ სნუპ დოგი პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ერთ-ერთი მოქმედი გმირი იყო. ამერიკელმა რეპერმა ოლიმპიადის გახსნაზე მეჩირაღდნის როლი შეითავსა და ოლიმპიურ სოფელში, ოლიმპიური ცეცხლი მიიტანა, დახურვის ცერემონიაზე კი მისი ადრეული, 2000-იანების ჰიტები გააცოცხლა. ამის გარდა, რეპერმა ოლიმპიადის სპეციალური კორესპონდენტად იმუშავა და ამისთვის ემის ორი ჯილდო მოიპოვა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დოგი NBC-თან კონტრაქტით დღეში 500 000 დოლარს გამოიმუშავებდა. ამრიგად, პარიზის ოლიმპიური თამაშების 17 დღის განმავლობაში რეპერის მთლიანმა შემოსავალმა დაახლოებით 9 მილიონი დოლარი შეადგინა.

წელს ცნობილი გახდა, რომ სნუპ დოგი მომავალ ოლიმპიადაზე NBC-თან და სტრიმინგ სერვის Peacock-თან მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში ისევ ითანამშრომლებს.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 6-დან 22 თებერვლამდე მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში გაიმართება.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! ASAP Rocky – ექსცენტრიული ხედვა და ექსპერიმენტული სტილი

20 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·