4 წელია, რაც სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრი „სალმარი“ ბაზარზე ოპერირებს წარმატებითა და ათასობით მადლიერი მომხმარებლით. მაია დოღონაძემ, სალომე ნუცუბიძემ და მარიამ ნუცუბიძემ 2021 წლის 21 აპრილს, პანდემიის პერიოდში, დიდი სირთულეებისა და გამოწვევების მიუხედავად, გადადგეს ეს საპასუხისმგებლო ნაბიჯი და ერთობლივი ძალებით, თავდაუზოგავი შრომის წყალობით, შეძლეს და წამოიწყეს საკუთარი ოჯახური ბიზნესი „სალმარი“, სადაც თითოეული მომხმარებელი გრძნობს მყუდრო, სიყვარულითა და მზრუნველობით სავსე გარემოს. ცენტრი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვეტარით, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა სურვილს. მათი საქმიანობისა და განვლილი გზის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გასაგებად სალომემ ჟურნალ OK!-ს მკითხველს უამბო.
გვიამბეთ, როგორ გაჩნდა სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრი „სალმარი“?
სილამაზის სფერო ყოველთვის იყო ჩვენი გატაცება. წლების განმავლობაში ვმუშაობდით ამ მიმართულებით, გამოცდილებას ვაგროვებდით და გულში ჩუმად ვზრდიდით ოცნებას – გვქონოდა საკუთარი, პატარა, მყუდრო ესთეტიკის ცენტრი. გვინდოდა სივრცე, სადაც თითოეულ სტუმარს სითბო, პროფესიონალიზმი და გულით შექმნილი სილამაზე დახვდებოდა. 2021 წლის თებერვალში ოჯახმა გადავწყვიტეთ გაგვეხსნა სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრი. სახელად „სალმარი“ შევარჩიეთ ჩვენი სახელების კომბინაციით (სალომე და მარიამი). ორ თვეში კი, 2021 წლის 21 აპრილს, გადავდგით პირველი ნაბიჯები და გავხსენით ჩვენი პატარა, მაგრამ სითბოთი და სიყვარულით სავსე ცენტრი. ეს მოხდა იმ დროს, როცა მსოფლიო პანდემიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა – რთული დრო იყო, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მაშინ იწყებდა საქმიანობას, თუმცა ჩვენ ერთმანეთს გვერდში ვედექით. გვწამდა საქმის, რომელსაც ვიწყებდით. ვმუშაობდით თავდაუზოგავად და გულით – სწორედ ასე დავიწყეთ „სალმარის“ გზა, რომელიც ნელ-ნელა იქცა ადგილად, სადაც ყველა მომხმარებელი თავს გრძნობს ისე კომფორტულად, როგორც საკუთარ სახლში.
ასე გაჩნდა ჩვენი ცენტრის იდეა – რთულ დროს მიღებული ყველაზე ნათელი გადაწყვეტილება.
სერვისები სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრ „სალმარში“
ჩვენი ცენტრი გთავაზობთ სილამაზისა და ესთეტიკის მიმართულებით მრავალფეროვან სერვისებს, როგორიცაა: ლაზერული ეპილაცია, სახის კოსმეტოლოგიური პროცედურები, წარბებისა და წამწამების პროცედურები (ლამინირება, დაგრძელება), პერმანენტული მაკიაჟი, მანიკიურ-პედიკიური , თმა და ა.შ. ასევე, ვატარებთ პროფესიულ ტრენინგებს მათთვის, ვისაც სურს ფეხი შედგას ესთეტიკის სფეროში და დაიწყოს კარიერა.
დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი პროცედურები და ტენდენციები.
დღეს განსაკუთრებით მოთხოვნადია ლაზერული ეპილაცია, როგორც ყველაზე ეფექტური და პრაქტიკული სერვისი. ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს LUMIER-ის დიოდურ აპარატს, ეს არის ესპანური ბრენდი. ასევე, მოთხოვნადია პერმანენტული მაკიაჟი, წამწამების დაგრძელება და წარბების ლამინირება, ტენდენციები კი სულ უფრო მეტად ბუნებრიობაზე, სიჯანსაღესა და ინდივიდუალურ მიდგომაზე არის ორიენტირებული – ბუნებრივი ეფექტის მიღწევა ზედმეტი ჩარევის გარეშე.
გვესაუბრეთ თქვენს ტრენინგებსა და კურსებზე.
ჩვენს კურსებს რაც შეეხება, ვატარებთ პროფესიულ ტრენინგებს: წამწამების დაგრძელება, წარბ-წამწამის ლამინირება, დიოდური ეპილაცია, ასევე, პერმანენტული მაკიაჟი, რაც დღეს ძალიან მოთხოვნადი პროფესიაა, ვუზიარებთ სტუდენტებს არამხოლოდ თეორიულ ცოდნას , ასევე, რეალურ პრაქტიკულ გამოცდილებას. ჩვენი მიზანია, იყოს ბევრი წარმატებული და თავდაჯერებული სპეციალისტი.
თქვენი ძირითადი სამუშაო პრინციპი…
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია გულწრფელობა და პროფესიონალიზმი, ყოველთვის ვცდილობთ, ვიყოთ პასუხისმგებლიანი თითოეული მომხმარებლის წინაშე, ჩვენთვის მთავარი ღირებულება კმაყოფილი მომხმარებელია.
ფასდაკლებები ესთეტიკის ცენტრ „სალმარში“…
ესთეტიკის ცენტრი „სალმარი“ მუდმივად ზრუნავს თავის მომხმარებლებზე და სწორედ ამიტომ პერიოდულად ვთავაზობთ სხვადასხვა სახის ფასდაკლებებსა და აქციებს, ეს შესაძლოა იყოს სეზონური შეთავაზებები ან სიურპრიზები განსაკუთრებული თარიღების აღსანიშნავად. ჩვენი მიზანია, პროცედურები ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ – ხარისხის კომპრომისის გარეშე.
რჩევა მკითხველთათვის…
იცხოვრეთ სიყვარულით და ერთმანეთზე ზრუნვით.
ტექსტი: მარიამ ძოწენიძე
ფოტო: ანუკი კახიძე, ზაზა კერძევაძე