კიმ კარდაშიანს თავის ტვინის ანევრიზმა დაუდგინეს. ამის შესახებ 45 წლის ვარსკვლავმა რეალითი შოუში „კარდაშიანების ოჯახი“ განაცხადა. ბიზნესმენი, მსახიობი და მოდელი დარწუნებულია, რომ დაავადება ძლიერი სტრესის შედეგად განვითარდა, რომელიც კანიე უესტთან რთული ქორწინებისა და უფრო რთული განქორწინების დროს განიცადა.

„კარდაშიანების ოჯახი“ ახალი სეზონის თიზერში ჩანს, როგორ იტარებს კიმი მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას. გამოკვლევამ პრობლემა გამოავლინა, ხოლო ექიმებმა ივარაუდეს, რომ ანევრიზმის განვითარება ხანგრძლივმა სტრესი გამოიწვია. თავის მხრივ, კარდაშიანმა მომხდარი უესტთან დამღლელ განშორებას დაუკავშირა და დაამატა, რომ იმავე მიზეზით უკვე დიდი ხანია ფსორიაზის რეგულარულ გამწვავებებს ებრძვის. ვარსკვლავის თქმით, ანევრიზმა პატარაა, ამიტომ ექიმებმა ოპერაციის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.
თავის დასთან, კორტნი კარდაშიანთან საუბარში, კიმმა აღიარა, რომ დიაგნოზის დაჯერება უჭირს. „ეშმაკმა დალახვრს, რატომ მემართება ეს ყველაფერი?“ – თქვა მან.
შოუს ახალ ეპიზოდში კიმმა ასევე აღნიშნა, რომ კანიე უესტთან ურთიერთობის დროს მას „სტოკჰოლმის სინდრომი“ განუვითარდა:

„მუდმივად ცუდად ვიყავი, მაგრამ მაინც ვიცავდი და მის დახმარებას ვცდილობდი. ყოველ ჯერზე, როცა მის გამოხდომებს ვაწყდებოდი, ვფიქრობდი: „უნდა გავუძლო“ ან „მე მისი გადარჩენა შემიძლია.“
ერთ-ერთ ინტერვიუში კიმმა აღიარა, რომ განქორწინების მთავარი მიზეზი რეპერის „მოუთქმელობა და ემოციური არასტაბილურობა“ გახდა.
„მასთან არასოდეს იცი, დილით რა დაგხვდება. ეს საშინელი შეგრძნებაა.“– აღნიშნა კარდაშიანმა.
შეგახსენებთ, რომ კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი 2022 წელს, ხუთწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს: 12 წლის ნორტი, 9 წლის სეინთი, 7 წლის ჩიკაგო და 6 წლის ფსალმი. 2016 წელს კანიეს უძილობისა და გაუწყლოების შედეგად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო და საავადმყოფოში იძულებით მოათავსეს.

„თავი უნდა გადამერჩინა, რათა უკეთესი დედა ვყოფილიყავი. როცა ბავშვები გაიზრდებიან, შეძლებენ ამის გაგებას.“ – ასე ახსნა ვარსკვლავმა განქორწინების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.
განქორწინების შემდეგ უესტი ბიანკა ცენზორიზე დაქორწინდა. კიმი ამტკიცებს, რომ რეპერი შვილების აღზრდაში არ მონაწილეობს, ხოლო რეპერი ყოფილ ცოლს ადანაშაულებს, რომ ის შვილებთან შეხვედრას უკრძალავს.
ასევე დაგაინტერესებთ

 6 days ago
                        15
                        6 days ago
                        15
                    
 
     
     
    





 English (US)  ·
                        English (US)  ·        Georgian (GE)  ·
                        Georgian (GE)  ·