საბავშვო მუსიკალური კონკურსი „რანინა“ მერვე სეზონით დაბრუნდა და წინ მიიწევს, რომ გამოავლინოს პატარა ვარსკვლავი, რომელიც „საბავშვო ევროვიზიაზე“ საქართველოს სახელით გამოვა.
25 ოქტომბერს, 22:00 საათზე, პირველ არხზე „რანინას“ ნახევარფინალი გაიმართება.  „რანინას“ მერვე სეზონის გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ: გაბრიელ ბოდაველი, ანიტა აბგარიანი, მარიამ მუზაშვილი, ლილე მჭედლიშვილი, ლაზარე კაპანაძე და სანდრო აბესაძე.

შეგახსენებთ, რომ „რანინა“ არის სიმღერის კონკურსი 8-დან 14 წლამდე ასაკის მომღერლებისთვის, რომელიც სეზონიდან-სეზონამდე მაყურებელს ნიჭიერი და მუსიკალური ბავშვების მოსმენის შესაძლებლობას აძლევს.
კონკურსი რამდენიმე ეტაპად ტარდება. თითოეულ რაუნდში მონაწილეები სხვადასხვა ჟანრის სიმღერებს ასრულებენ: ხალხურს, პოპს, ბალადებს და ჟიური არა მარტო კონკურსანტების ვოკალს, სასცენო ქარიზმას და არტისტულობასაც აფასებს.

„რანინას“ მერვე სეზონში განსაკუთრებული აქცენტი ქართულ ფოლკლორზე გაკეთდა. ფოლკლორის ტურზე ბავშვები ჩვენი ქვეყნის ტრადიციულ სიმღერებს თანამედროვე ინტერპრეტაციით ასრულებენ, რაც კონკურსს ეროვნულ ხიბლს მატებს.
ბოლო ტურებში მაყურებელთა განსაკუთრებული მოწონება ლაზარე კაპანაძემ და ანიტა აბგარიანმა დაიმსახურეს, რომლებმაც მაქსიმალური ქულები რამდენჯერმე დააგროვეს. ანიტა აბგარიანისა და მათე მარტიაშვილი მიერ შესრულებულმა სიმღერამ „აქედანა და შენამდე“ რამდენიმე დღეში მილიონზე მეტი ნახვა დააგრვა. ასევე გამოირჩეოდნენ გაბრიელ ბოდაველი, მარიამ მუზაშვილი, ნია ლაშხია და სანდრო აბესაძე, რომლებმაც ჟიურისგან შესანიშნავი შეფასებები მიიღეს.

ნახევარფინალის წინ ვითარება საკმაოდ დაძაბულია – რამდენიმე მონაწილეს ერთნაირი ქულები აქვს. ასე რომ ფინალამდე ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.
წელს „რანინა“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან „ბავშვთა ევროვიზია 2025“-ს თბილისი მასპინძლობს. დიახ, Junior Eurovision Song Contest 2025 თბილისში, 13 დეკემბერს გაიმართება, ამიტომ შოუს გამარჯვებული საკუთარ ქალაქში, საკუთარ სცენაზე იმღერებს.
შეგახსენებთ, რომ „რანინა“ არის საბავშვო მუსიკალური პროექტი. მასში მონაწილეობს 10 კონკურსანტი, რომლებიც სამთვიან მუსიკალურ ტელემარათონს გადიან.
კონკურსი ოთხ თემატურ ტურს მოიცავს. ძირითად ტურებს გადის ყველა მ.ონაწილე. ნახევარფინალში ხუთი კონკურსანტი გადადის. ფინალში გამარჯვებისთვის სამი კონკურსანტი იბრძვის.
თითოეულ თემატურ ტურს მონაწილეები ორკესტრთან, მუსიკალურ ჯგუფებთან და ცნობილ მომღერლებთან ერთად გადიან.
თითოეულ ტურში კონკურსანტებს აფასებს ჟიური, რომელიც სამი წევრისგან შედგება. კონკურსანტის სიმღერის დროს, ჟიურის წევრები ოთხ კატეგორიაში, 10-ქულიანი სისტემით აფასებენ. საბოლოო რეიტინგის მიხედვით შეირჩევა ნახევარფინალის ხუთეული. ნახევარფინალურ ეტაპზე ჟიურის თითოეული წევრი ადგენს საკუთარ რეიტინგს. ნახევარფინალის საერთო რეიტინგის მიხედვით გამოვლინდება სამი ფინალისტი. ფინალისტებს შორის გამარჯვებულს ჟიური აარჩევს.
ფოტო: 1tv.ge
ასევე დაგაინტერესებთ

 6 days ago
                        19
                        6 days ago
                        19
                    
 
     
     
    





 English (US)  ·
                        English (US)  ·        Georgian (GE)  ·
                        Georgian (GE)  ·