ოქტომბრის ბოლო დღეები ასტროლოგიური მოვლენებით მდიდარი იქნება. ყურადღების ცენტრში ყველაზე აქტიური პლანეტები – მარსი და მერკურია.
დგება დრო გრძელვადიანი პროექტების დაწყების, ბიზნესის გაფართოების, ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ცხოვრებისეული ცვლილებების განხორციელებისთვის.
ვერძებსა და მორიელებს საშუალება ექნებათ, რომ სამსახური შეიცვალონ ან უფრო მაღალი თანამდებობა დაიკავონ, ლომები და მშვილდოსნები კი პრინციპულ საკითხებში სიმტკიცესა და ნებისყოფას გამოიჩენენ. თხის რქები, კუროები და ქალწულები მუშაობის სტილსა და კოლეგებთან ურთიერთობის ფორმას შეცვლიან, რაც სასურველი შედეგების სწრაფად მიღწევაში დაეხმარებათ. სასწორები და მერწყულები ენერგიით არიან სავსე, რაც მათ ცხოვრებაში წარმატებას და იღბალს მიიზიდავს. კირჩხიბები და თევზები საკუთარი ინტერესებისა და პირადი სივრცის დაცვაში განსაკუთრებულ სიმტკიცესა და ნებისყოფას გამოიჩენენ.
მერკურის ჰარმონიული ტრიგონი ნეპტუნთან მარსისა და სატურნის ენერგეტიკას შთაგონებისა და შემოქმედებითი იდეების ნოტებით გააფერადებს. ამ დროს იღბალი ხელოვან ადამიანებს გაუღიმებთ: მხატვრებს, მსახიობებს, ფოტოგრაფებს, მწერლებსა და მუსიკოსებს. შემოქმედებითი აქტიურობა მოიმატებს ტყუპებში, სასწორებში, მერწყულებსა და ქალწულებში. ახლა კი ვნახოთ რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 27 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე.
ვერძი

ვერძები ოქტომბრის მეორე თვეს შესანიშნავი განწყობითა და შთამბეჭდავი მიღწევებით დაასრულებენ. მოსალოდნელია ახალი სამუშაო წინადადებები, ერთობლივი პროექტები და რომანტიკული ურთიერთობის დაწყება ახლო გარემოცვის ერთ-ერთ წევრთან. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის თუ კვებასა და ალკოჰოლის მიღებაში ზომიერებას დაიცავთ. იზრუნებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე. შაბათ-კვირას მეტეოდამოკიდებული ვერძები შეიძლება მსუბუქი თავის ტკივილმა შეაწუხოს.
კურო

მიმდინარე მოვლენებში აქტიურად ჩართული ხართ, ამიტომ კვირა ისე გაიფრენს, ვერ შენიშნავთ. სამსახურში მოსალოდნელია მოწყობილობის ხარვეზი ან ელექტროენერგიის შეფერხება, თუმცა ეს საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს. მოერიდეთ ემოციების გავლენით ფულის ხარჯვას და ხალხმრავალი ადგილების მონახულებას. როგორი მომხიბვლელიც არ უნდა გეჩვენოთ, თავი შეიკავეთ უცნობ ადამიანთან გულახდილობისგან – ეს პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.
ტყუპები

ამ კვირის შედეგი მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. მიზნის მისაღწევად მოთმინება უნდა გამოიჩინოთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისა და დაუფიქრებელი განცხადებებისგან თავი შეიკავოთ. სავარაუდოდ, მომგებიან პროექტში ჩაერთვებით, სადაც უჩვეულო და საინტერესო ადამიანებთან გექნებათ ურთიერთობა. სასიყვარულო სფეროში ქაოსი და სირთულეებია, თუმცა კავშირის შენარჩუნებას მაინც შეძლებთ.
კირჩხიბი

კვირის დასაწყისში ცვალებად განწყობას კვირის შუა დღეებში მნიშვნელოვანი პროექტების წარმატებით დასრულების სურვილი შეცვლის. პროფესიულ საქმიანობაში, სწავლაში და სპორტში წარმატებას მიაღწევთ, განსაკუთრებით თუ გადაწყვეტილების მიღების დროს ინტუიციას ენდობით. ის სწორ მიმართულებას დაგანახებთ და შეცდომების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ. შაბათ-კვირას მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მცირე პრობლემები, ამიტომ უმჯობესია ეს დღეები ოჯახურ გარემოში, მშვიდად გაატაროთ.
ლომი

ლომები გასაოცარ ნებისყოფასა და დისციპლინას გამოავლენენ, განსაკუთრებით კვირის პირველ ნახევარში. ეს დარჩენილი დღეებისთვის „უსაფრთხოების ბალიშის“ შექმნაში დაგეხმარებათ. ამ ნიშნის წარმომადგენლები არა მხოლოდ ეგოიზმსა და სიამაყეს გამოავლენენ, არამედ ეცდებიან პროვოკაციული ქცევითა და გარეგნული იერით გარშემომყოფები გააოცონ, რაც შეიძლება ზოგისთვის მოულოდნელი შედეგებით დასრულდეს. ჯანმრთელობის მხრივ გირჩევთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას მეტი ყურადღება მიაქციოთ.
ქალწული

ქალწულებს სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის ბალანსის პოვნა მოუწევთ. ბევრს საკუთარი შესაძლებლობების შესახებ სასიამოვნო აღმოჩენები ელოდება. რომანტიკული სფერო ნაკლებად სტაბილურია, თუმცა მოსაწყენად ნამდვილად ვერ მოიცლით. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, მთავარია, რომ შორეულ მგზავრობასა და ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ.
სასწორი

თითქმის მთელი კვირის მანძილზე ენერგიითა და შემოქმედებითი შთაგონებით იქნებით სავსე. საერთო განწყობას კვირის შუა დღეებში განცდილი მცირე ნერვიულობაც კი ვერ გააფუჭებს. კვირის მეორე ნახევარში საკმაოდ მაღალია შემოსავლის გაზრდის შანსი. შაბათ-კვირა კი საუკეთესო დროა ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე ზრუნვისთვის. განსაკუთრებით ხელსაყრელი დროა ისეთი პროფილაქტიკური პროცედურებისთვის, როგორიცაა სპა და მასაჟი.
მორიელი

მორიელებს მოვლენებით დატვირთული კვირა ელით, რომელიც პროფესიული სტატუსის ამაღლებისა და სამსახურის შეცვლისთვის ხელსაყრელია. კვირის შუა დღეებში მოსალოდნელია ყურადღების დაქვეითება, ამიტომ უმჯობესია საქმიან ქაღალდებზე ხელის მოწერას და ფინანსურ ოპერაციებში ჩართვას მოერიდოთ. კვირის ბოლოს ინტუიცია მკვეთრად გამძაფრდება და შეიძლება ოკულტური უნარებიც კი გამოავლინოთ, თუმცა მნიშვნელოვანია, ის არამიზნობრივად არ გამოიყენოთ.
მშვილდოსანი

ჰოროსკოპი გირჩევთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც დიდ ენერგიას მოითხოვს, კვირის პირველ ნახევარში დაგეგმოთ. ამ დროს პლანეტების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელია და ეს უნდა გამოიყენოთ. კვირის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ემოციური რყევები და სიზარმაცის შეტევები, რაც მუშაობის შედეგებზეც აისახება. შაბათ-კვირას კვებაში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – მოერიდეთ ზედმეტად ცხარე და ცხიმიან კერძებს, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემა არ გადატვირთოთ. ამ დღეებში თავი შეიკავეთ ხალხმრავალ ადგილებში სიარულისა და ავტომობილის მართვისგან.
თხის რქა

ეცადეთ ახალი ცოდნა და უნარები პროფესიულ სფეროში გამოიყენოთ. ბევრ თხის რქას ეს კვირა აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით და კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებით დაამახსოვრდება. გამოფენაზე, თეატრში ან კონცერტზე საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც შეიძლება ხანგრძლივ და მნიშვნელოვან ურთიერთობაში გადაიზარდოს. შაბათ-კვირას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ რას და რამდენს მიირთმევთ, რადგან არსებობს კვებითი ინტოქსიკაციის რისკი.
მერწყული

მერწყულთა უმეტესობას ოქტომბრის ბოლო კვირა შესანიშნავ განწყობას, ენერგიის ზღვას და შემოქმედებით სფეროში ახალ შანსებს მოუტანს. შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ ახალი საქმეები ან საქმიანობის მიმართულება შეცვალოთ. კვირის შუა დღეებში მცირე გაფანტულობამ შეიძლება ტემპის შენელება გაიძულოთ, რაც ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. შაბათ-კვირა არახელსაყრელია სპორტული აქტივობებისა და მასობრივი ღონისძიებებისთვის. უმჯობესია, ეს დღეები სახლში გაატაროთ.
თევზები

ამ კვირას ენერგიის საოცარ მოზღვავებას იგრძნობთ. ეს დაგეხმარებათ, რომ რემონტთან, მშენებლობასთან ან ქონების შეძენასთან დაკავშირებული გეგმები განახორციელოთ, პროფესიული პრობლემები წარმატებით გადაჭრათ და შემოსავლები გაზარდოთ. კვირის ბოლოს ერიდეთ ფულის დაუფიქრებელ ხარჯვას, რასაც მალე ინანებთ. სრული უფლება გაქვთ, რომ შაბათ-კვირას სიზარმაცის შემოტევებს დანებდეთ -ზოგჯერ დასვენება ორგანიზმსაც სჭირდება.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლისთვისაც განქორწინება ნაკლებად სტრესულია

5 days ago
12







English (US) ·
Georgian (GE) ·