#OK! კირა ნაითლიმ შვილებს სოციალური მედიის გამოყენება აუკრძალა

1 day ago 7

BBC Radio 4-თან ინტერვიუში ინგლისელმა მსახიობმა, კირა ნაითლიმ აღიარა, რომ შვილებს ტექნოლოგიებთან და სოციალურ მედიასთან წვდომა შეუზღუდა.

„ჩვენს სახლში სოციალური ქსელები აკრძალულია. გაჯეტებით სარგებლობა არ შეიძლება თუ ვერ ვხედავთ, რას უყურებენ გოგოები. ეს სივრცე ნამდვილად მაშინებს, რადგან სრულიად უკონტროლოა“ – თქვა მსახიობმა.

Кира Найтли рассказала о диагнозе одной из дочерей

ნაითლიმ ასევე აღიარა, რომ არ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება ეს წესები, თუმცა აღნიშნავს, რომ ედის და დელილას სკოლაში მშობლები „სოციალური მედიისგან თავისუფალი ბავშვობის“ იდეას მხარს უჭერენ და ეს ძალიან ეხმარება.

2004 და 2006–2009 წლებში, პოპულარულმა ჟურნალმა FHM-მა კირა ნაითლი „მსოფლიოს 100 ყველაზე სექსუალური ქალის“ სიაში შეიყვანა და მეცხრე ადგილი არგუნა. გასაკვირი არ არის, რომ მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა და რამდენიმე ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა.

2001 წლიდან 2003 წლამდე მსახიობ დელ სინოტს ხვდებოდა („მერფის კანონი“).

2003 წლიდან 2005 წლამდე სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ბრიტანელ მსახიობ და მოდელ ჯეიმი დორნანთან.

2005 წლიდან 2010 წლამდე სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა რუპერტ ფრენდთან.

2011 წლის თებერვალში ნაითლი ინგლისელ მუსიკოს ჯეიმს რაიტონს შეხვდა. წყვილი 2013 წლის 4 მაისს, საფრანგეთში დაქორწინდა.

Звезда «Пиратов Карибского моря» Кира Найтли вышла в свет с мужем - Газета.Ru | Новости

საქორწლო ცერემონიას მხოლოდ 11 სტუმარი დაესწრო. წყვილს ორი ქალიშვილი შეეძინა – უფროსი, ედი ათი წლისაა, უმცროსი, დელილა კი ექვსის. კირამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გადაღებები მეორე შვილის დაბადებისთანავე დაიწყო და ბევრი დამხმარის მიუხედავად, დედობისა და მსახიობობის შეთავსება ძალიან გაუჭირდა. მისი თქმით, დედობა ყველაზე რთული საქმეა, რომელსაც ხშირად არასათანადოდ აფასებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! კირა ნაითლის იშვიათი გამოჩენა მეუღლესთან ჯეიმს რაითონთან ერთად Erdem-ის წვეულებაზე

სრულად წაკითხვა