#OK! ლედი გაგა „ეშმაკი ატარებს პრადა“-ს გაგრძელებაში ითამაშებს

1 day ago 5

ჩვენმა  მკითხველმა იცის, რომ „ეშმაკი ატარებს პრადას“ 2006 წლის კომედიური დრამაა, რომელიც ლორენ ვეისბერგერის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციას  წარმოადგენს. ფილმმა, რომლის ბიუჯეტი 40 მილიონ დოლარს შეადგენდა, 326 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, ამიტომ ჰოლივუდმა ისტორიის გაგრძელება გადაწყვიტა.

„ეშმაკი ატარებს პრადას 2“ რეჟისორი ისევ დევიდ ფრანკელია.

ისევე, როგორც ოცი წლის წინ, ეკრანზე ვიხილავთ: მერილ სტრიპს, ენ ჰეთუეის, ემილი ბლანტს და სტენლი ტუჩის. ვარსკვლავების გუნდს ახალი სახეებიც შეემატებიან:

The Devil Wears Prada 2 Movie Release and Plot

კენეტ ბრანა, ლუსი ლიუ, ჯასტინ ტერუ და სიმონ ეშლი, თუმცა, პროექტის ყველაზე დიდი სიურპრიზი ლედი გაგას მონაწილეობაა.

 Безумие на двоих», 2024. Хотя, в 2025 году Леди Гага исполнила эпизодическую

მომღერალმა და მსახიობმა დიდი ხანია დაამტკიცა, რომ ვოკალურის გარდა, სხვა მონაცემებიც აქვს. ბოლო წლებში მან ითამაშა ფილმებში, რომლებმაც კრიტიკოსებისა და მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. მათ შორისაა:

„ვარსკვლავი დაიბადა“, რომლისთვისაც ლედი გაგა ოსკარზე იყო ნომინირებული.

გუჩის სახლი“- რიდლი სკოტის დრამა მოდის სამყაროს შესახებ.

 „ჯოკერი: სიგიჟე ორისთვის“, სადაც ხოაკინ ფენიქსთან ერთად ითამაშა.

ცოტა ხნის წინ ლედი გაგა Netflix-ის პოპულარული სერიალის „ოთხშაბათის“ მეორე სეზონში გამოჩნდა, რამაც ჰოლივუდში მისი სტატუსი მხოლოდ გააძლიერა.

r/LadyGaga - Леди Гага в роли Розалин Ротвуд во втором сезоне "Уэнсдей"

„ეშმაკი ატარებს პრადას 2“ -ის შემქმნელები ჯერჯერობით სცენარის დეტალებს არ ამხელენ. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მირანდა პრისტლი, რომლის როლსაც მერილ სტრიპი ასრულებს, ისევ ისტორიის ცენტრშია. ლეგენდარული მოდის ჟურნალის რედაქტორი ცდილობს თავისი გამოცემის შენარჩუნებას იმ ეპოქაში, როდესაც ბეჭდური მედია სწრაფად კარგავს გავლენას.

A Closer Look at Every Shoe on 'The Devil Wears Prada 2' Set [PHOTOS]

ჯერჯერობით უცნობია ვის როლს შეასრულებს ლედი გაგა, თუმცა გულშემატკივრები ვარაუდობენ, რომ ის მირანდას მემკვიდრე ან ახალი მეტოქე იქნება.

„ეშმაკი ატარებს პრადას 2“-ის მსოფლიო პრემიერა 2026 წლის 30 აპრილს არის დაგეგმილი.

Who Dies In The Devil Wears Prada 2?

ბოლო წლებში ჰოლივუდი თავის ცნობილ ფილმებს უბრუნდება. „ეშმაკი ატარებს პრადას“ შემდეგ, განიხილება რომანტიკული კომედიის „ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი“-ს გაგრძელება. ცოტა ხნის წინ ჯულია რობერტსმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და არ გამორიცხა, რომ თავის ცნობილ როლს დაუბრუნდება.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! “ლეგენდის დაბადება” – ლედი გაგას ურთულესი გზა წარმატებამდე და “მუსიკალური საიმპერატორო ფაზა”

სრულად წაკითხვა