#OK! ნიკოლ კიდმანი საცხოვრებლად პორტუგალიაში გადადის

22 hours ago 6

მომღერალ კიტ ურბანთან განქორწინების შემდეგ, ნიკოლ კიდმანმა ახალი ცხოვრების დასაწყებად პორტუგალიის თვალწარმტაცი სანაპირო აირჩია. 58 წლის ვარსკვლავი პირველი ზამთრის მარტოობაში გასატარებლად ემზადება და ლისაბონიდან სამხრეთით, დაახლოებით ერთი საათის სავალზე მდებარე ექსკლუზიურ CostaTerra Gold and Ocean Club კომპლექსში სახლის ყიდვას გეგმავს. ნიკოლმა პორტუგალიის საიმიგრაციო სამსახურს საბუთები ივლისში წარუდგინა, სადაც თანმხლებ პირებად მხოლოდ საკუთარი ქალიშვილები – 17 წლის სანდი როუზი და 14 წლის ფეით მარგარეტი მიუთითა.

თუ შესყიდვა განხორციელდა, კიდმანი ცნობილი კოლეგების გარემოცვაში იცხოვრებს – ჯორჯ კლუნი და მისი მეუღლე, ამალია ნიკოლის პოტენციური სახლის მეზობლად უზარმაზარ სასახლეს აშენებენ, ხოლო პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა იქვე ახლოს, 4,7 მილიონ დოლარად მდიდრული ბინა შეიძინეს. პორტუგალიურ სამოთხეში ქონებას ფლობენ პერის ჰილტონი და იორკის პრინცესა ევგენია.

CostaTerra Golf and Ocean Club, რომელიც ჯორჯ კლუნის ბიზნეს პარტნიორმა, მაიკ მელდმანმა 2019 წელს შეიძინა, საკურორტო კომპლექსია, სადაც სახლები ინდივიდუალური დიზაინით შენდება. ის ცნობილია თავისი მყუდრო პლაჟებით, სერფინგისთვის იდეალური ტალღებით და ატმოსფეროთი, რომელიც 1960-იანი წლების სენ-ტროპეს ან იბიცას მოგვაგონებს.

Dreaming Of A Luxury Holiday Home In Portugal, Introducing CostaTerra Golf & Ocean Club, Discovery Land Company's First Private Community In Europe - All Inclusive

About us | CostaTerra Golf and Ocean Club

292 ჰექტარზე გაშლილი კურორტი თავის მაცხოვრებლებს გოლფის მოედანს, სანაპირო კლუბს, საცხენოსნო ცენტრს, ფიტნეს ცენტრს, სპას, მაღაზიებს და საკუთარ ორგანულ მეურნეობასაც კი სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ ოსკაროსანი მსახიობი ავსტრალიელ მომღერალ კიტ ურბანზე 2006 წელს დაქორწინდა. სოციალურ ქსელში ხშირად განიხილავდნენ კიტ ურბანის ალკოჰოლზე დამოკიდებულებას. ნიკოლი ქმარს მავნე ჩვევებთან ბრძოლაში ეხმარებოდა, რასაც კიტი მადლიერებით აღნიშნავდა.

„ნიკოლმა სიცოცხლე დამიბრუნა. ჩემი ცოლი ყველა სიმღერაშია, რასაც ვწერ“– აღიარებდა მუსიკოსი, რომელმაც მხარზე ცოლისს სახელი დაიწერა. წყვილს ორი ქალიშვილი შეეძინა – 17 წლის სანდეი როუზი და 14 წლის ფეით მარგარეტი, რომელიც სუროგაციის გზით დაიბადა.

წყვილს განქორწინების მიზეზებზე საჯაროდ არ უსაუბრია, თუმცა მედიის ცნობით, უთანხმოების მიზეზი ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელთანაც ურბანმა რომანი გააბა.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! ალკოჰოლი, ნარკოტიკები და განქორწინება – რატომ დაინგრა ნიკოლ კიდმანის „იდეალური ოჯახი“?

სრულად წაკითხვა