მადონა მესამედ თხოვდება – 67 წლის მომღერალს 38 წლით უმცროსმა მეგობარმა, აკიმ მორისმა ხელი სთხოვა. წყვილის მეგობრები აღნიშნავენ, რომ მომღერალი უსაზღვროდ ბედნიერია, რომ მორისი მას სიყვარულით ეპყრობა და შინაგანი სიმშვიდის განცდას ჩუქნის.


ქორწილის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პოპის დედოფალი უკვე ცერემონიის ჩასატარებლად ადგილს არჩევს. შესაძლო ვარიანტებს შორის განიხილება იტალია, პორტუგალია და მომღერლის კერძო რეზიდენცია ისტ-ჰემპტონში. ინსაიდერების ცნობით, მადონა ყველაზე ახლობელი მეგობრებისა და ოჯახის წევრების წრეში ხმაურიან დღესასწაულს გეგმავს.
წყვილი ერთმანეთს 2022 წელს შეხვდა, თუმცა ურთიერთობის შესახებ ოფიციალურად მხოლოდ 2024-ში განაცხადეს. ზამთრის არდადეგების დროს გულშემატკივრებმა მომღერლის თითზე ბრილიანტის ბეჭედი შეამჩნიეს, თუმცა მაშინ მადონას წარმომადგენლებმა ჭორებზე კომენტარი არ გააკეთეს.


„მადონა სულ ამბობს, რომ დროის დაკარგვა არ უნდა. მან უკვე ყველაფერი სცადა, ახლა კი რაღაც ნამდვილი და განსხვავებული სურს. აკიმი მას სიმშვიდისა და სითბოს განცდას ანიჭებს, მხარს უჭერს და ისე ექცევა, როგორც არავინ არასდროს“, — ამბობს მომღერალთან დაახლოებული წყარო.
მომღერლის მეგობრები აღნიშნავენ, რომ მადონა აკიმზე სიგიჟემზეა შეყვარებული, ხოლო მის შვილებს დედის საქმრო გულწრფელად უყვართ.“ მორისმა, რომელსაც მშვიდ, ერთგულ და ამბიციურ ადამიანად ახასიათებენ, მადონას 13 წლის ტყუპების – სტელას და ესთერის საფეხბურთო წვეულების ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღო.
სიყვარულის მიუხედავად, მადონა მაინც აპირებს თავი დაიზღვიოს და თავის რჩეულთან საქორწინი ხელშეკრულება დადოს.
![]()
„რა თქმა უნდა, ის საქორწინო ხელშეკრულბას დადებს. აკიმი წინააღმდეგი არაა. ის თავიდანვე, კონფიდენციალურობის ყველა პირობას დათანხმდა. ასე რომ, მათ შორის არანაირი უთანხმოება არ არსებობს,“ – აცხადებს წყარო.
შეგახსენებთ, რომ მადონას უკვე ორი ოფიციალური ქორწინება ჰქონდა: შონ პენთან და გაი რიჩთან. მომღერალს ორი ბიოლოგიური შვილი ჰყავს: ლურდესი (კუბელი ფიტნეს-მწვრთნელისგან) და როკო (გაი რიჩისგან). გარდა ამისა, მადონას ოთხი ნაშვილები შვილი ჰყავს: დევიდი, ჩიფუნდო, ესთერი და სტელა.
![]()
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! მადონა 65 წლის გახდა: პოპის დედოფალი, რომელმაც მუსიკალური ინდუსტრია შეცვალა

6 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·