#OK! მორიელის ნიშნით დაბადებული ცნობილი ქალები და მათი ლუქები

2 weeks ago 21

იდუმალი, ქარიზმატული და თავდაჯერებული მორიელი ზოდიაქოს მერვე, წყლის ნიშანია, რომელსაც პლუტონი მართავს. მორიელები 23 ოქტომბრიდან 21 ნოემბრამდე იბადებიან.

ძალა, ჭკუა და მონდომება მორიელის მთავარი თვისებებია. ის არ ცდილობს ყურადღების მიპყრობას, რადგან ბუნებამ ბუნებრივი მაგნეტიზმით დააჯილდოვა. მორიელი გარშემო მყოფებთან კავშირს ძნელად ამყარებს, რადგან მათ ნამდვილ მიზნებს ადვილად ხვდება და გრძნობების გამოვლენა უჭირს.

ნიჭი, შრომისმოყვარეობა და მონდომება ამ ნიშნის დამახასიათებელი თვისებებია. მორიელი არასდროს უშვებს ხელიდან შესაძლებლობას, რომ საკუთარი პიროვნება ტანსაცმლის საშუალებით გამოხატოს. მას სილამაზის საკუთარი, უნიკალური ხედვა აქვს და საკუთარ, გამორჩეულ სტილს ავითარებს. მორიელის ნიშნით დაბადებული ლამაზი ქალები და მათი ლუქები ამის მშვენიერი მაგალითია

ემილია კლარკი

1986 წლის 23 ოქტომბერი

ემილია კლარკი ყოველდღიურ ცხოვრებაში უბრალო და მყუდრო სამოსს ირჩევს. ის უპირატესობას კომფორტულ პალტოებს, სვიტერებს, ნაქსოვ ქუდებს და თბილ შარფებს ანიჭებს. ზაფხულშიც კი, ვარსკვლავი კაბაზე შემოცმულ კარდიგანს ატარებს. ემილია კლარკის ლუქი მოსაწყენი არასოდესაა, რადგან სხვადასხვა ტექსტურებს, სტილებსა და ფერებს ერთ სამოსში ოსტატურად აერთიანებს.

 Legion Media

ჯულია რობერტსი

1967 წლის 28 ოქტომბერი

ჯულიამ 90-იან წლებში თავი სტილის ხატად დაიმკვიდრა. მისი გამოჩენა მამაკაცის კოსტიუმში ნამდვილი რევოლუცია იყო და მომდევნო წლების ტენდენციად იქცა. მსახიობის ლუქი ბოლო 20 წლის განმავლობაში განვითარდა, მაგრამ ძირითადად, მორიელებს საკუთარი, უნიკალური სტილი აქვთ და მას წლების განმავლობაში ინარჩუნებენ. დღესაც კი, მსახიობი მამაკაცური სტილის ქურთუკებისა და პერანგების ტარებას აგრძელებს, თუმცა სამოსის სილუეტი უფრო ქალური გახდა.

 Legion Media

კენდალ ჯენერი

1995 წლის 3 ნოემბერი

კენდალ ჯენერის სამოსის სტილს არა მარტო მოდის ბლოგერები, არამედ ცნობილი გამოცემებიც უმცირეს დეტალებამდე განიხილავენ.

ამერიკელი მოდელი ყოველდღიურ ცხოვრებაში უპირატესობას სიმარტივეს და თავშეკავებას ანიჭებს. ის, როგორც წესი, თავისუფალ, სპორტულ ტანსაცმელს ირჩევს, მაგრამ წითელ ხალიჩაზე ბოლომდე იხარჯება – ბრილინტები, ბუმბულები და გამორჩეული სილუეტები, რომლებიც მის იდეალურ ფიგურას გამოკვეთს.

 Legion Media

ტილდა სუინტონი

1960 წლის 5 ნოემბერი

ტილდა სუინტონმა ზუსტად იცის, რა უხდება. მისი გარეგნობის მქონე ქალისთვის ერთი  შეცდომა შეიძლება ნამდვილ კატასტროფად იქცეს, მაგრამ მსახიობს ექსპერიმენტების არ ეშინია და თითოეულ სამოსს ფრთხილად ირჩევს.

 Legion Media

ემა სტოუნი

1988 წლის 6 ნოემბერი

ემა სტოუნის სტილი გასულ საუკუნეს მოგვაგონებს. წითელ ხალიჩაზე მსახიობი 1920-იანი წლების შთაგონებით შექმნილ კაბებში, წითელ ტუჩსაცხსა და იდეალურ კულულებში ჩნდება. ვარსკვლავი მოდის ტენდენციებს არ მიჰყვება, არც ექსპერიმენტების ჩატარება უყვარს და მისი წარმატების ფორმულაც სწორედ ეს არის.

 Legion Media

ენ ჰეთეუეი

1982 წლის 12 ნოემბერი

ყველა წესს აქვს გამონაკლისი და ენ ჰეთევეი ერთ-ერთი მათგანია. ვარსკვლავის სტილი ყოველწლიურად იცვლება. მსახიობს არც სეზონის ყველაზე მოდურ სამოსში გამოჩენის ეშინია და არც კლასიკური კაბის მორგების. ენის ყოველი ლუქი მის განწყობას იდეალურად შეესაბამება – ის ზოგჯერ ელეგანტურ კაბებს და მბზინავ ქვედაბოლოებს, ზოგჯერ კი მკაცრი სტილის კაბებს ირჩევს.

 Legion Media

ჰეილი ბიბერი

1996 წლის 22 ნოემბერი

ის მოდელი და ჩვენი დროის ერთ-ერთი ცნობილი მოდის ინფლუენსერია, რომელსაც სტილის უნაკლო გრძნობა აქვს. საკმარისია ჰეილიმ საკუთარი მანიკურის ფოტო გამოაქვეყნოს, რომ ის სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება და მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ადამიანი მის გამეორებას ცდილობს.

ჰეილიმ ყველაზეე კარგად იცის როგორ შეახამოს ქალური სტილი, სპორტულ სტილთან და დიდი ზომის პიჯაკთან. ელეგანტურობა, სპორტული და სექსუალური სტილი მისი გარდერობის მთავარი მახასიათებლებია.

 Legion Media

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც მორიელის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულები

სრულად წაკითხვა