2025 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულმა ბავშვებმა ახალი თაობა შექმნეს, რომელსაც დემოგრაფები ასო B-თი (ბერძნულად „ბეტა“) მოიხსენიებენ. ათი წლის შემდეგ ისინი მსოფლიოს მოსახლეობის 16%-ს შექმნიან და საუკუნის შუა პერიოდისთვის თანდათან, გლობალური ეკონომიკის ფორმირებას დაიწყებენ. ეს არის პირველი თაობა, რომელიც მთლიანად ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ შექმნილ გარემოში გაიზრდება და მნიშვნელოვან სოციალურ გამოწვევებთან გამკლავება მოუწევს. ბევრი მათგანი XXII საუკუნემდე იცოცხლებს.

თაობების თეორია
„მამათა და შვილთა“ შორის განსხვავებაზე ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ფილოსოფოსები ფიქრობდნენ, თუმცა თაობათა ცვლის საკითხით განსაკუთრებით მე-19 საუკუნეში დაინტერესდნენ. ამერიკელმა მეცნიერებმა უილიამ შტრაუსმა და ნილ ჰოუვმა 1990-იან წლებში „თაობების თეორია“ შეიმუშავეს.

ამ თეორიის თანახმად, ყოველ 20-25 წელიწადში ადამიანთა ახალი თაობა იბადება, რომელთა წარმომადგენლები ერთი და იგივე ისტორიულ მოვლენებსა და სოციალურ ტენდენციებს ხვდებიან. თითოეულ თაობას საერთო ღირებულებების ერთობლიობა აქვს, რომელსაც ადამიანი ცხოვრების პირველი 12 წლის განმავლობაში იძენს და შემდეგ მთელი ცხოვრება მიჰყვება.
შტრაუსმა და ჰოუვმა გასული საუკუნის დასაწყისიდან დღემდე შვიდი თაობა აღწერეს. ესენია:

„მდუმარე თაობა“ (1928-1945) –სტაბილურობისკენ ისწრაფოდნენ, პრაქტიკულები და ეკონომიურები იყვნენ.
„ბეიბი ბუმერები“ (1946-1964) – კარიერისკენ ისწრაფოდნენ და ოჯახებს ადრეულ ასაკში ქმნიდნენ. მონდომება და პატრიოტიზმი ახასიათებდათ.
„თაობა X“ (1965-1980) – პრაგმატიკოსები, რომლებიც ყველაფერში პრაქტიკულ სარგებელს ეძებენ.
„თაობა Y“, მილენიალები (1981-1996) – ტექნოლოგიების მცოდნეები, თვითგამოხატვას აფასებენ და ახალგაზრდობის გახანგრძლივებას ცდილობენ. მათ ადრეული ასაკში ოჯახის შექმნა არ სურთ და კარიერას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.
„თაობა Z“, ზუმერები (1997-2010) – ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება ინტერნეტის გარეშე, ყურადღებას ადევნებენ საკუთარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.
„თაობა ალფა“ (2011-2024) – პირველი თაობა, რომელიც ციფრულ სამყაროში ბავშვობიდანვე ჩაეფლო და თითქმის შეუზღუდავ მატერიალურ სიმდიდრეს შეეჩვია.
ბეტა თაობა (2025-2039) – ახალი თაობა, რომელიც ნეირონული ქსელების ეპოქაში იცხოვრებს.

„ბეტა თაობის“ წარმომადგენლებისთვის ფიზიკურ და ციფრულ სამყაროებს შორის ზღვარი საკმაოდ ბუნდოვანი იქნება. თუ „ალფა თაობა“ ჭკვიანი ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის დაბადებისა და განვითარების მომსწრე იყო, „ბეტა თაობა“ იცხოვრებს ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი და ავტომატიზაცია ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება ყველა სფეროში. ამ თაობის წარმომადგენლებისთვის ვირტუალურ რეალობაში ჩაძირვა ისეთივე ჩვევა იქნება, როგორც ტელევიზორის ყურება ბუმერებისთვის.
„ბეტა თაობის“ ზრდასთან ერთად, ტექნოლოგია პერსონალიზაციის ისეთ დონეს მიაღწევს, როგორზეც წინა თაობებს მხოლოდ ოცნება შეეძლოთ.

ასევე დაგაინტერესებთ
#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

1 day ago
9







English (US) ·
Georgian (GE) ·