#OK! ქეთევან გოლდი – ქალი, რომელმაც მთელი გული მიუძღვნა ღირსეულ ცხოვრებას

6 days ago 14

ქეთევან გოლდის ცხოვრების გზა გამორჩეული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ემიგრანტმა არამარტო იპოვოს თავისი ადგილი უცხო მიწაზე, არამედ გახდეს ცვლილებების ინიციატორი ორ ქვეყანას შორის. მისი ისტორია დაიწყო 2000 წელს ფლორიდის მზიან სანაპიროებზე, სადაც ახალგაზრდა გოგონა პირველად დადგა წარმატების გზაზე-ჩოგბურთის რაკეტით ხელში.

2008 წელს ქეთევანი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩაირიცხა კრიმინალური მართლმსაჯულების ფაკულტეტზე, როგორც კოლეჯის სპორტსმენი, სადაც მიიღო სრული აკადემიური და სპორტული სტიპენდია.

მისი სპორტული კარიერის გარდამტეხი მომენტი დადგა 2015 წელს, როდესაც მან მოიგო აშშ-ის ღია ეროვნული შესარჩევი ტურნირის აღმოსავლეთ სექცია. იმავე წელს მან დააფუძნა US Olympus Way Tennis Academy დასთან ერთად. მას შემდეგ მისი ბიზნეს იმპერია მნიშვნელოვნად გაფართოვდა და მოიცავს რამდენიმე სფეროს: ოპტიკური ბოჭკოს ინჟინერია, ინფრასტრუქტურული განვითარება, უძრავი ქონება და მშენებლობა, ასევე ლოგისტიკა და ტრანსპორტირება — წარმატებით მოქმედებს ისეთ შტატებში, როგორიცაა ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი და პენსილვანია.

თუმცა ქეთევანის ცხოვრების მთავარი მოწოდება გახდა სამსახური ქართული დიასპორისადმი — მისია, რომელსაც თავად ასე აღწერს:

„მე ვემსახურები ქართული დიასპორის ღირსებას. ჩემი ხალხი ჩემი გულია, ხოლო ჩემი სამშობლო — სანთელი, რომელიც მასში მუდამ ანთია.“

2024 წლის 22 სექტემბერს ის აირჩიეს ამერიკის ქართული ბიზნეს ასოციაციის (GABA) პრეზიდენტად — ორგანიზაციის, რომელიც 2022 წელს ნიუ-იორკში დაფუძნდა საქართველოსა და აშშ-ს ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად. ქეთევანი ახლა ისტორიას წერს, როგორც პირველი ქართველი, რომელიც ოფიციალურად მოხვდა ნიუ-იორკის საარჩევნო ბიულეტენზე. ის აქტიურად მუშაობს ქართული დიასპორის გაერთიანებაზე და აშშ-ში — მუნიციპალურ, შტატურ და ფედერალურ დონეებზე — ქართული პოლიტიკური ლობის შექმნაზე.

პირად ცხოვრებაში ქეთევანი ორ პატარა შვილის დედაა, რომლებსაც ასწავლის უნივერსალურ ფასეულობებს:

„კეთილი საქმე გააკეთე სხვებისთვის მაშინაც კი, როცა არავინ გიყურებს — სწორედ მაშინ იბადება ნამდვილი სიძლიერე“

ქეთევანს მტკიცედ სჯერა, რომ ძლიერ დიასპორას შეუძლიაა მთელი ერის ბედი შეცვალოს და სამშობლოს უსაფრთხო, სტაბილური მომავალი შეუქმნას. ამ ხედვისთვის ის დაუღალავად იღვწის — ბიზნესში, სამოქალაქო საქმიანობაში და პოლიტიკურ არენაზე.

პარტნიორი კომპანიის კონტენტი

სრულად წაკითხვა