#OK! ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი ახალ სახლში გადავიდნენ

1 day ago 4

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პრინცესა ქეითი საჯარო ღონისძიებებზე იშვიათად ჩნდებოდა, რადგან ამჟამად მისი ყურადღება მთლიანად საცხოვრებელი ადგილის შეცვლისკენ არის გადატანილია. სამეფო ოჯახმა ე.წ. ადელაიდის კოტეჯი დატოვა, რომელიც უილიამის თქმით, მათთვის ყველაზე რთულ წლებს უკავშირდება – სწორედ იქ გადიოდა პრინცესა ქეითი რეაბილიტაციის კურსს ონკოლოგიური მკურნალობის შემდეგ.

Коттедж «Аделаида» должен был стать домом для принца Гарри и его семьи до того, как он переехал в Соединенные Штаты

ახლა მომავალი მეფის ოჯახისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი  იწყება – უილიამი და ქეითი შვილებთან, ჯორჯთან, შარლოტასთან და ლუისთან ერთად, უინძორის პარკში მდებარე ფორესტ-ლოჯში გადადიან. ეს არის გეორგიანულ სტილში აშენებული რეზიდენცია რვა საძინებლით, რომელიც მეორე კატეგორიის არქიტექტურულ ძეგლად ითვლება. საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ბავშვების საშემოდგომო არდადეგების პერიოდში მოხდა.

„სამწუხაროდ, ადელაიდის კოტეჯს მართლაც მძიმე მოგონებები უკავშირდება. პრინცს და პრინცესას იქ ცხოვრება ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდად მიაჩნიათ… ოჯახი ძალიან ბედნიერია ამ გადასვლით და იმით, რომ ახლა ყველაფრის თავიდან დაწყების შანსი აქვთ.“ – აღნიშნა სამეფო ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ.

2001 წელს ფორესტ-ლოჯში 1,5 მილიონი ფუნტის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, რათა იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი დეტალები შენარჩუნებულიყო: ორიგინალური ქვის ნაგებობები, მარმარილოს ბუხრები, ვენეციური ფანჯრები და დერეფნის თაღოვანი ჭერი. გავრცელებული ინფორმაციით, მომავალი მეფემ როგორც უძრავი ქნების ღირებულება, ისე რემონტის ხარჯები თავად დაფარა.

„უელსის პრინცსა და პრინცესას უინძორში ცხოვრება აშკარად მოსწონთ. ბავშვები ახლომდებარე ლემბრუკის სკოლაში ივლისენ, ოჯახი კი კვლავ უინძორის სასახლესთან ახლოს დარჩება, რათა სამეფო ღონისძიებებსა და შეხვედრებში მონაწილეობა მიიღოს. ფორესტ-ლოჯში გადასვლა ოჯახს უფრო მეტ სივრცეს აძლევს და უკვე განიხილება როგორც მათი მუდმივი სახლი“. – აცხადებს სამეფო ოჯახთან დაახლოებული წყარო.

00

ახალ სახლში უელსის პრინცისა და პრინცესას მეზობლები უილიამის ბიძა, ენდრიუ და მისი ყოფილი მეუღლე სარა ფერგიუსონი იქნებიან, რომლებიც ჯერჯერობით, ისევ როიალ-ლოჯში ცხოვრობენ. ცოტა ხნის წინ ჩარლზ III-ის უმცროს ძმას იორკის პრინცის ტიტული ოფიციალურად ჩამოერთვა. სამეფო ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ უილიამი და ქეითი ამ საკითხში მეფის პოზიციას სრულად იზიარებენ.

Принц Эндрю и Сара Фергюсон — король Чарльз может запретить экс-супругам приходить на семейные мероприятия / NV

წყაროების ცნობით, უელსის პრინცმა და პრინცესამ ნათლად მიანიშნეს, რომ ენდრიუსთან ურთიერთობის გაწყვეტა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, ამიტომ ენდრიუსთვის უკვე ახალ საცხოვრებელს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით,  ენდრუ და ფერგი ახალი წლისამდე საცხოვრებლის შეცვლას არ აპირებენ, რაც ნიშნავს, რომ გარკვეული დროით, უელსელების მეზობლად იცხოვრებენ.

საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მხოლოდ სამეფო ოჯახისათვის არ ყოფილა რთული. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, შემოდგომის დასაწყისში რეზიდენციის ირგვლივ 150 აკრის ფართობზე უსაფრთხოების ზონა მოეწყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაღის დიდი ნაწილი, სადაც ადგილობრივები ხშირად სეირნობდნენ, დაიკეტება, ხოლო Cranbourne -ის პარკირების ზონაში ავტომობილს ვეღარავინ გააჩერებს.

По данным инсайдера, принц Уильям и принцесса Кейт переедут с семьей в новый основной дом до конца года.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! ბრიტანეთის სამეფო კარის მემკვიდრეები – ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის ოჯახის ყველაზე პატარა წევრები

სრულად წაკითხვა