შემოდგომის დასაწყისი ზოდიაქოს ნიშნების უმეტესობისთვის ხელსაყრელი და ნაყოფიერი დრო იქნება. ეს რეტროგრადული პლანეტების არარსებობის დამსახურებაა, რაც სირთულეების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ, თუმცა, დაბნელებების დერეფანმა შეიძლება ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს. ის სექტემბრის დასაწყისში მთვარის სრული დაბნელებით დაიწყება და თვის ბოლოს მზის ნაწილობრივი დაბნელებით დასრულდება. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ დროს განსაკუთრებით ყურადღებით იყოთ ბედისწერის ნიშნების მიმართ და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. ჩვენ გიამბობთ რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 2025 წლის სექტემბერში.
ვერძი
ლიდერული უნარების დამსახურებით სექტემბერში ყურადღების ცენტრში მოექცევით. პირადი ურთიერთობები გაღრმავდება და გაძლიერდება. მშვენიერი დროა ოჯახური ბიუჯეტის დაგეგმვისა და დანაზოგის შექმნისთვის. სექტემბერში გუნდური პროექტები ინდივიდუალურზე უფრო წარმატებული იქნება. თავი შეიკავეთ იმპულსური შენაძენებისა და ზოგადად, გადაწყვეტილებებისგან. ახალ ნაცნობთან ურთიერთობისას უსმინეთ საკუთარ ინტუიციას. ის შეუმცდარად მიგანიშნებთ ამ ადამიანს უნდა ენდოთ თუ არა. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე. თუ ზაფხულში დასვენება ვერ მოახერხეთ, ეცადეთ ეს შეცდომა სექტემბერში გამოასწოროთ.
კურო
სექტემბერი შესანიშნავი დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფინანსური ინვესტიციების განხორციელება სამომავლოდ გადადოთ. გამორიცხული არ არის, რომ თვის ბოლოს ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა მოგიწიოთ, ამიტომ ეცადეთ თვის დასწყისში ფული ეკონომიურად ხარჯოთ. სავარაუდოდ, სექტემბერში გაცნობილი ადამიანი თქვენს პირად ცხოვრებასა და პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
ტყუპები
2025 წლის სექტემბერი მოვლენებით დატვირთული თვეა, რომელიც უამრავ სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ. შესაძლოა მოულოდნელმა სიახლემ ცნობისმოყვარეობა გაგიღვიძოთ და საინტერესო იდეამდე მიგიყვანოთ. თუ სწორად განავითარებთ, მომავალში შეიძლება ამ იდეამ დამატებითი შემოსავალი მოგიტანოთ. შემოდგომაზე პირადი ურთიერთობები დიდ ყურადღებას მოითხოვს. მარტოხელა ტყუპები შეიძლება მონათესავე სულს შეხვდეს და ცხოვრება დაუკავშიროს. ცვლილებები არ უნდა გაშინებდეთ, რადგან რადგან ისინი პიროვნულ და პროფესიულ სრულყოფამდე მიგიყვანთ.
კირჩხიბი
2025 წლის სექტემბერი ხელსაყრელი დროა, რომ მთელი ყურადღება სახლის კეთილმოწყობაზე, ოჯახის წევრებზე ზრუნვაზე და პროფესიულ განვითარებაზე გადაიტანოთ. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ, რადგან „ცხელ გულზე“ ნათქვამი სიტყვით შეიძლება ვიღაც ძალიან გაანაწყენოთ. დროა, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და ჯანსაღი ცხოვრების წესი აირჩიოთ. ფიზიკური აქტივობა და სპორტი დაგეხმარებათ, რომ თავი გაცილებით მხნედ და ახალგაზრდულად იგრძნოთ.
ლომი
ლომებო, სექტემბერში ვარსკვლავების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები თავისთავად მოგვარდება. ეცადეთ ზაფხულში დაწყებული და თაროზე შემოდებული საქმეები დროულად დაასრულოთ და ახალ პროექტებზე მუშაობა დაიწყოთ. თუ არ იზარმაცებთ, შეიძლება ფინანსური ბონუსი და აღიარება დაიმსახუროთ, რაც დაწინაურებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გირჩევენ,, რომ წვრილმანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინთ. ის, რაც ახლა უმნიშვნელოდ და მეორეხარისხოვნად გეჩვენებათ, შეიძლება წარმატების გასაღები იმალებოდეს. მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
ქალწული
2025 წლის სექტემბერში ქალწულების ინტუიცია და ანალიტიკური ნიჭი ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ეცადეთ ეს შესაძლებლობა კარიერული და ფინანსური წინსვლისთვის გამოიყენოთ. თვის შუა რიცხვებში გარკვეული სირთულეები გელით, რაც კონკურენტებისა და არაკეთილგანწყობილი კოლეგების ინტრიგებს უკავშირდება. გირჩევთ სიმშვიდე და მოთმინება გამოიჩინოთ. თავის მართლება საჭირო არაა და ნურც მოვლენებს დააჩქარებთ —დრო თქვენი მტრების საიდუმლოს ფარდას ახდის და თქვენი სიმართლე გაცხადდება.
სასწორი
სექტემბერი სასწორისთვის შინაგანი ჰარმონიისა და სულიერი წონასწორობის დროა. ის იდეალურია გრძელვადიანი ინვესტიციებისა და სტრატეგიების დასაგეგმად. თვის შუა რიცხვებში შეიძლება გარკვეულ გამოწვევებს შეეჯახოთ, რომლებიც თქვენგან ძლიერი ნებისყოფის და დიპლომატიური უნარების გამოვლენას მოითხოვს. თუ დავალებას დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, გირჩევთ დახმარებისთვის გამოცდილ კოლეგას მიმართოთ. სექტემბერში მოერიდეთ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას, თორემ შეიძლება იმდგაცრუებული დარჩეთ და ხელმძღვანელობისგან შენიშვნა დაიმსახუროთ.
მორიელი
ეს თვე საშუალებას გაძლევთ, რომ ძველისგან გათავისუფლდეთ და ახალი შესაძლებლობებით ისარგებლოთ. ეს პროფესიული საქმიანობის გარდა, პირად ცხოვრებასაც ეხება. დროა დაემშვიდობოთ ადამიანებს რომლებმაც გული გატკინეს და იმედი გაგიცრუეს. ნუ იდარდებთ, მალე სანდო და ერთგულ ადამიანებს იპოვით, რომლებიც გასაჭირში არასოდეს მიგატოვებენ. პროფესიულ საქმიანობაში ინტუიციას ენდეთ და სარისკო ნაბიჯები თამამად გადადგით, რადგან მათ შეიძლება ფინანსური სარგებელი მოგიტანონ. საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ, რომ ურთიერთობაში არსებული წყენა და გაუგებრობა სამუდამოდ დაივიწყოთ.
მშვილდოსანი
2025 წლის სექტემბერი შესანიშნავი დროა პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის. ხანმოკლე მოგზაურობა ან საგანმანათლებლო საქმიანობა თქვენს შინაგან სამყაროს გაამდიდრებს და გააძლიერებს. გირჩევთ რთული გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარ ინტუიციას ენდოთ. თვის შუა რიცხვებში მოულოდნელმა შეხვედრამ შეიძლება გეგმების შეცვლა გაიძულოთ. თვის ბოლოს ოჯახში სასიამოვნო მოვლენები გელით, რაც სავარაუდოდ, გაუთვალისწინებელ ხარჯებს გამოიწვევს. ეცადეთ მოვლენების ასეთი განვითარებისთვის მზად იყოთ.
თხის რქა
თქვენი მონდომება და შრომისმოყვარეობა სექტემბერში ისეთ შედეგებს მოიტანს, როგორზეც აქამდე ვერ იოცნებებდით. ექსპერიმენტებისთვის ხელსაყრელი დროა — ვარსკვლავების განლაგება ნებისმიერ საქმეში წარმატებას გპირდებათ. გამოხატეთ მადლიერება საყვარელი ადამიანების მიმართ და ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც მათ მიეცით. თვის შუა რიცხვებში შეიძლება გარკვეული სირთულეები წარმოიშვას, მაგრამ საკუთარი გამოცდილებისა და თანამოაზრეების დახმარებით ყველაფერს მოაგვარებთ. გირჩევთ ახალი ბიზნეს-იდეის შესახებ ჯერჯერობით არავის უამბოთ, რადგან შეიძლება ვიღაცამ მისი მითვისება სცადოს.
მერწყული
სექტემბერი ახალ იდეებს და შესაძლებლობებს გპირდებათ. ამჟამად პროფესიული საქმიანობა ინდივიდუალური პროექტებისთვის არახელსაყრელია, ამიტომ უპირატესობა გუნდურ პროექტებს უნდა მიანიჭოთ. თვის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემები. სერიოზული არაფერია, მაგრამ ექიმთან პროფილაქტიკური ვიზიტი მაინც სასურველია. ფინანსური თვალსაზრისით პრობლემები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ უსარგებლო ნივთების შეძენისგან მაინც თავი უნდა შეიკავოთ. პროექტმა, რომელიც უიმედო და წამგებიანი გეგონათ, შეიძლება მცირე, მაგრამ სასიამოვნო მოგება მოგიტანოთ.
თევზები
სექტემბერში თქვენს პროფესიულ საქმიანობას თანდაყოლილი ინტუიცია და გამჭრიახობა წარმართავს. წარმატების მისაღწევად თანამოაზრეთა გუნდი და კარგად შემუშავებული გეგმა გჭირდებათ. დროა დაასრულოთ საქმე, რომელიც დიდი ხნის წინ თაროზე შემოდეთ და დაივიწყეთ. ჯანმრთელობის მხრივ, პრიორიტეტი დაბალანსებულ დიეტას და ფიზიკურ აქტივობას მიანიჭეთ. ეცადეთ ოჯახისთვის მეტი დრო გამონახოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საყვარელ ადამიანთან დაპირისპირება გელით, რომელიც შეიძლება სკანდალში გადაიზარდოს. მხარი დაუჭირეთ კოლეგას, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ. სექტემბრის ბოლო თქვენი გამჭრიახი ინტუიცია ოცნებების ასრულებაში დაგეხმარებათ.