#OK! „ცოცხალი ვარ და სიკვდილს არ ვაპირებ“ – ბრიჯიტ ბარდო განცხადებას ავრცელებს

1 week ago 12

ფრანგული კინოს ლეგენდა ბრიჯიტ ბარდო სოციალურ მედიაში მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას გამოეხმაურა. 91 წლის მსახიობი აღშფოთდა, როდესაც გაიგო, რომ პოპულარულმა ფრანგმა ინფლუენსერმა აკაბაბემ (ნამდვილი სახელი ანის ზიტუნი) X-ზე და Instagram-ზე მისი „გარდაცვალების“ შესახებ დაწერა. აკაბაბეს „ექსკლუზიური ინფორმაციის“ თანახმად, ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა და არიეჟის დეპარტამენტში მისთვის კუბო  უკვე შეუკვეთეს.

„არ ვიცი ვინ არის ეს იდიოტი, რომელმაც ჩემი გარდაცვალების შესახებ ყალბი ამბავი გაავრცელა, მაგრამ იცოდეთ, რომ კარგად ვარ და ჯერჯერობით ამქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ. სამომავლოდ გაფრთხილებთ“ – დაწერა ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში.

 Lenta.ru

ბარდოს გარდაცვალების შესახებ ჭორები მას შემდეგ გავრცელდა, რაც მან ტულონის კერძო კლინიკაში ოპერაცია გაიკეთა და სახლში, სენ-ტროპეში დაბრუნდა. მსახიობის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ის თავს კარგად გრძნობს და ისვენებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიჯიტ ბარდოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა – 2023 წელს მას მაღალი სიცხის დროს სუნთქვის პრობლემები შეექმნა, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა.

ბრიჯიტ ბარდო ომის შემდგომი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი მსახიობია, რომელიც სექსუალური რევოლუციის სიმბოლოდ იქცა. მისმა ფილმებმა „და ღმერთმა შექმნა ქალი“ და „ბაბეტა მიდის ომში“ ის საერთაშორისო ვარსკვლავად და ეპოქის ხატად აქცია.

Бриджит Бардо раскритиковала прощание с Бельмондо в Доме инвалидов

1973 წელს კინოდან წასვლის შემდეგ, ბრიჯიტ ბარდომ თავისი ცხოვრება  ცხოველთა უფლებების დაცვას მიუძღვნა და ფონდი დააარსა. ბოლო წლების განმავლობაში ის კრიტიკის ქარცეცხლშიც არაერთხელ მოექცა – მსახიობს, რომელიც საფრანგეთის პრობლემებში მუსლიმ მიგრანტებს ადანაშაულებდა, რასობრივი სიძულვილის გაღვივებისთვის 6-ჯერ უჩივლეს. დღეს, ბრიჯიტ ბარდო ისევ სან-ტროპეში ცხოვრობს და ცხოველებზე ზრუნვას განაგრძობს. ასაკისა და ავადმყოფობის შესახებ გავრცელებული ჭორების მიუხედავად, ის ისევ ძველებურად მამაცი და უშიშარი ქალია, რომელსაც ოდესღაც „საფრანგეთის სახეს“ უწოდებდნენ.

Фонд Брижит Бардо готов финансировать стерилизацию бездомных животных в Беларуси, но при одном условии - Минск-новости

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! “ნამდვილი, ბუნებრივი სილამაზე არასდროს ბერდება” – ბრიჯიტ ბარდო 89 წლის გახდა

სრულად წაკითხვა