ჰიუ ჯეკმენი განქორწინების შემდეგ საზოგადოებაში ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა. 57 წლის ვარსკვლავს თავისი ფილმის „სევდიანი სიმღერის“ პრემიერაზე 50 წლის შეყვარებული, სატონ ფოსტერი ახლდა.

ღონისძიებისთვის, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართა, ჰიუ ჯეკმენმა ტრადიციული ლუქი – თეთრი პერანგი მუქი ლურჯი ჰალსტუხი, შავი კოსტიუმი და ტყავის ფეხსაცმელი აირჩია. სატონ ფოსტერს შავი ატლასის გრძელი კაბა და წვეტიანი ფეხსაცმელი ეცვა. ბროდვეის ვარსკვლავს ოდნავ შესამჩნევი მაკიაჟი – ატმისფერი რუჟი და უფერული ტუჩსაცხი ამშვენებდა.
ვარსკვლავები ბედნიერები და შეყვარებულები ჩანდნენ. ჩვენების დაწყებამდე ჯეკმენთან ფილმის პარტნიორი, ქეით ჰადსონი მივიდა. 46 წლის მსახიობი თიხისფერი ატლასის კაბაში მომხიბვლელად გამოიყურებოდა.

ცნობისთვის, ჯეკმენმა დებორა ლი ფერნესთან 27 წლიანი ქორწინების დასრულების შესახებ 2023 წლის სექტემბერში, განაცხადა.
„ეს ღრმა ჭრილობაა, რომელიც სულამდე გწვდება, მაგრამ მე მჯერა ღმერთის და სამყაროსი. ისინი მუდამ ჩვენს სასიკეთოდ მოქმედებენ. სწორედ რწმენა დამეხმარა 27 წლიანი ქორწინების დანგრევას გავმკლავებოდი. ამ გამოცდილებიდან დიდი გამოცდილება მოვიღე“ – განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში დებორამ.

ამჟამად ჯეკმენი ყოფილ ცოლთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობს, რათა ქონების გაყოფა რაც შეიძლება სწრაფად და შეუფერხებლად წარიმართოს.
„ჰიუ დიდი ხანია დებთან შერიგებას ცდილობს, მაგრამ დებს ამისთვის დრო სჭირდებოდა. როგორც ჩანს, იურიდიული საკითხების მოგვარება ცოტა დაეხმარა, რადგან ნელ-ნელა გონს მოდის. ცოტა ხნის წინ ისინი რამდენჯერმე შეხვდნენ ნიუ-იორკში ყველაფრის განსახილველად. როგორც ჩანს, სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რაც ყველასთვის კარგია, განსაკუთრებით მათი შვილებისთვის. ორი წელი გავიდა, რაც ოფიციალურად დაშორდნენ. დროა, ბრაზი და სიძულვილი დაივიწყონ“ – აღნიშნა გამოცემასთან ოჯახთან დაახლოებულმა პირმა.
ჯეკმენს და ფერნესს ორი ნაშვილები შვილი ჰყავს. ოსკარი და ავა ზრდასრულები არიან და ორივე მშობელთან კავშირს ინარჩუნებენ. დებორა-ლი ოქროს გლობუსის მფლობელისგან გულუხვ კომპენსაციას მიიღებს.

„მიღწეულია შეთანხმება, რომელიც დებორას სრულიად აკმაყოფილებს. იყო გარკვეული უთანხმოება ფინანსურ შეთანხმებასთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოოდ, დებორამ მიიღო ის, რასაც ითხოვდა“- აღნიშნა ოჯახის მეგობარმა.

2 days ago
10







English (US) ·
Georgian (GE) ·