,,აგერ გუშინ შალვა ნათელაშვილმაც იკადრა უკადრებელი” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

1 month ago 35

,,ფედერალისტების” ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი, “დინამო არენაზე” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით წერს:

,,ამდენი ნაცრის ყრა სტადიონზე ჩხუბის გამო უაზრობაა, ცუდი იქნება თუ ამის გამო სანქცია დაწესდა და შემდეგ თამაშს მაყურებელი ვერ დაესწრო.

არმენოფობია რომ ნორმაა ამას რეჟიმის პროპაგანდა საუკეთესოდ ადასტურებს – პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ცდილობენ სომხობით, რადგანაც თვლიან რომ ეს მომგებიანია. აგერ გუშინ შალვა ნათელაშვილმაც იკადრა უკადრებელი მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ.

მაგრამ სტადიონზე ჩხუბები ყოველგვარი ფობიების გარეშეც ხდება და ამისთვის სანქციებიც არსებობს”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

სრულად წაკითხვა