გორელი ახალგაზრდა, ავთანდილ ტიტვინიძე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო. ის 2 თვის წინ, თბილისში მიმდიანარე აქციის დროს დააკავეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ტიტვინიძე ამბობს, რომ გამოძიების იმედი არ აქვს.
“გამოკოთხვაზე ორჯერ ვიყავი, გამოძიების იმედი თითონაც არ აქვთ. სამართალდამცავი ისედაც ნიღბით და ეკიპირებით იყო და საცნობი ნომერი არ ჰქონდა. ამიტომ, ეს პროცესები ჩემთვის სპექტაკლია, ეგ სპექტაკლი სასამართლოზე უკვე ვნახე. დაზარალებულად კი, იმიტომ მცნეს რომ უტყუარი ფაქტები იყო”, – ამბობს ტიტვინიძე.
ავთანდილ ტიტვინიძის უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ლექსო მერებაშვილი იცავს. მისი თქმით, მას და მისი დაცვის ქვეშ მყოფს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან ოფიციალური წერილი ჯერ არ მიუღია, ამიტომ ზუსტად რა მუხლით იძიებს უწყება საქმეს დაზუსტებით არ იცის.
“ჯერ წერილობით პასუხი არ მიგვიღია, თუმცა ერთი არის 333-ე მუხლი, რაც უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ნიშნავს. ამაზე წერილობით გვაქვს გამოთხოვილი ინფორმაცია და ჯერ არ მიგვიღია პასუხი, თუმცა თუ წამებით და წამების მუქარით არ მიდის გამოძიება, მოვითხოვოთ გადაკვალიფიცირებას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აშკარად წამებასაც და წამების მუქარას ჰქონდა ადგილი”, – განმარტავს იურისტი.
ცნობისთვის, დაახლოებით 2 თვის წინ ავთანდილ ტიტვინიძეს აქციაზე დაკავების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებით, ნაცემი ახალგაზრდა კლინიკაში დროულად არ გადაიყვნეს, ეპყრობოდნენ არასათანადოდ და დამამცირებლად.
ამავე თემაზე: გორელ ახალგაზრდას დაკავების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ