ავსტრიაში ქართველ ექიმს ზურაბ კეკელიას პატიმრობა მიესაჯა (ვიდეო)

1 month ago 10

რამდენიმე თვის წინ ავსტრიაში 35 წლის ქართველი პლასტიკური ქირურგი ზურაბ კეკელია დააკავეს. ავსტრიის პროკურატურა მას ლიცენზიის გარეშე სახლში კერძო კლინიკის გახსნას ედავებოდა. ვენის სასამართლომ ზურაბ კეკელიას 20 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

თებერვალში ავ­სტრი­ის დე­და­ქა­ლაქ ვე­ნა­ში, კერ­ძოდ, ლან­დშტრა­სეს რა­ი­ონ­ში, ერთ-ერთ ბი­ნა­ში 35 წლის ქართველი ექიმის მიერ არა­ლე­გა­ლუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სი­ლა­მა­ზის ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად 58 წლის ქალი მძიმედ და­შავ­და. ქალი ბი­ნა­ში ნი­კა­პის გა­სამ­კვრი­ვე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მი­ვი­და, თუმ­ცა ოპერაციის დროს მისი მდგო­მა­რე­ო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­უ­ა­რეს­და. ავ­სტრი­ის პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, ქალი სასწრაფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. კაცი, რომელიც პლასტიკური ქირურგის სტა­ტუ­სით პრო­ცე­დუ­რას ატა­რებ­და, სხე­უ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით დააკავეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ის საქართველოში საკმაოდ ცნობილი პლასტიკური ქირურგი ზურაბ კეკელია იყო, თუმცა ისიც გაირკვა, რომ მას მომჩივნები საქართველოშიც ჰყავდა. როგორც აღმოჩნდა, მას ყბა-სახის ქირურგის ლიცენზია აქვს, მაგრამ ესთეტიკური ქირურგის შესაბამისი ლიცენზია არ გააჩნია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს.

ვენის ინციდენტამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე მის მიერ საქართველოში, თბილისში ჩატარებული პლასტიკური ოპერაციის  მსხვერპლი „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე სალომე კაპანაძე გახდა. მკერდის კორექციის ოპერაციის ჩატარებიდან მალევე ახალგაზრდა ქალს ნაკერები გაეხსნა და მდგომარეობა გაურთულდა. საჭირო გახდა განმეორებითი ჩარევა, მაგრამ პროცესი კვლავ გართულებებით წარიმართა.

თვითმარქვია პლასტიკური ქირურგი, რომელსაც სალომე კაპანაძემ საკუთარი სხეულის სილამაზე ანდო, ზურაბ კეკელიაა. ექიმი ოპერაციის შემდგომ გართულებას არ უარყოფდა, თუმცა საბოლოო შედეგით თავად კმაყოფილი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ კეკელია ოპერაციის შემდგომ გართულებებში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევდა, მაინც აანაზღაურა სალომე კაპანაძის განმეორებითი ოპერაციის საფასური, რომელიც სხვა ქირურგმა ჩაატარა, ხოლო როდესაც პაციენტმა მორალური ზიანის ანაზღაურება მოსთხოვა, მას გამოძალვისთვის უჩივლა.

„კურიერი P.S.-მა“ ჯანდაცვის სამინისტროსგან გამოითხოვა ოფიციალური ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ ექიმი ზურაბ კეკელია არ ფლობს შესაბამის სერტიფიკატს პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის მიმართულებით.

მანანა ბანძელაძე

ამავე თემაზე: ავსტრიაში ქართველი თვითმარქვია ექიმი დააკავეს – პაციენტი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს

ავსტრიაში ქართველი თვითმარქვია ექიმი დააკავეს – პაციენტი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს

სრულად წაკითხვა