,,ამდენი თვე საწოლზე იყო მიჯაჭვული, ეს ან­გე­ლო­ზი ბავ­შვი დად­ნა ფაქ­ტობ­რი­ვად… ანანოც მის გვერდით გადმოასვენეს” – ავარიას შეწირული წყვილის ტრაგედია

1 week ago 5

22 წლის ან­დრია ბა­უ­ჟა­ძე 6 თვე ებრძოდა სიკ­ვდილს, თუმცა ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ავარიაში დაშავებული ახალგაზრდის გა­დარ­ჩე­ნა ვე­რ მო­ხერ­ხდა.

მანამდე, 2024 წლის 14 ოქტომბერს, ამავე ავარიაში ადგილზევე გარდაიცვალა მისი მეუღლე, 18 წლის ანანო ხურცია, რომელიც 6 თვის ორსული იყო.

ანდრიას კლა­სის დამ­რი­გე­ბელი, პე­და­გოგი ია ბა­ჯე­ლი­ძე ambebi.ge-ს ესაუბრა:

,,ან­დრი­ა­ნო ჩემი საყ­ვა­რე­ლი მოს­წავ­ლე იყო. მისი კლა­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი მე­ხუ­თე კლა­სი­დან მე-12 კლა­სის ჩათ­ვლით და თვალ­წინ მიდ­გას მისი ბავ­შვო­ბა. რო­გორ იზ­რდე­ბო­და და მშვენ­დე­ბო­და, ვაჟ­კაც­დე­ბო­და ჩვე­ნი კარ­გი ბიჭი. ან­დრი­ა­ნო ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, წყნა­რი, ჭკვი­ა­ნი ბავ­შვი იყო და ასე­თად დარ­ჩე­ბა მუ­დამ ის ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. შე­ნიშ­ვნას რომ არ იმ­სა­ხუ­რებ­და. 22 წლის იყო და ასე­თი მძი­მე ამ­ბა­ვი მოხ­და, ასე­თი ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა წა­ვი­და. ბავ­შვო­ბი­დან ბე­ბია ზრდი­და ძი­რი­თა­დად. დედა ემიგ­რა­ცი­ა­ში იყო, უკ­რა­ი­ნა­ში მუ­შა­ობ­და, მა­მაც ხში­რად იქეთ იყო და პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­მო­დი­ოდ­ნენ. უფრო ხში­რად ბე­ბოს­თან გვქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია, მა­მაც აკი­თხავ­და სკო­ლა­ში. ან­დრი­ა­ნო ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი იყო. ყვე­ლას უყ­ვარ­და და ყვე­ლა უყ­ვარ­და.

სკო­ლა რომ და­ამ­თავ­რა, უკვე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო ანა­ნო­ზე. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სა­ნამ ვიქ­ნე­ბი არ გა­მო­ვა ჩემი მეხ­სი­ე­რე­ბი­დან მათი ბოლო ზარი და ბან­კე­ტი. სიყ­ვა­რუ­ლის­გან თვა­ლე­ბი უციმ­ცი­მებ­და. ბან­კეტ­ზე მის გვერ­დით იყო ის ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა ანა­ნო ხურ­ცი­ძე, რო­მელ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო ან­დრი­ა­ნო. ეს ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა ჩემი თვა­ლე­ბი­დან არ ამო­დის.

ახა­ლი შე­უღ­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი ტრა­გე­დია რომ დატ­რი­ალ­და. 5 თვის ორ­სუ­ლი იყო ანა­ნო, წყვი­ლი გო­გო­ნას ელო­დე­ბო­და და ეს იყო სა­ში­ნე­ლე­ბა. ავ­ტო­ა­ვა­რია ხუ­ცუ­ბან­ში მოხ­და, ხეს შე­ე­ჯახ­ნენ და იმ­დე­ნად ძლი­ე­რად, რომ ანა­ნო ხურ­ცი­ძე ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. ბავ­შვი ამო­უყ­ვა­ნეს ფეხ­მძი­მე გო­გო­ნას, სამ­წუ­ხა­როდ ნა­ყო­ფი ვერ გა­დარ­ჩე­ბო­და და როცა დაკ­რძა­ლეს, ნა­ყო­ფი გულ­ზე ეს­ვე­ნა.

ან­დრი­ა­ნო მა­შინ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და ამ დრომ­დე იქ იწვა. ანა­ნოს ცხე­და­რი ჯერ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს და იქი­დან მისი მშობ­ლე­ბის სახ­ლში, ლან­ჩხუთ­ში და იქ დაკ­რძა­ლეს. 6 თვე­ზე მე­ტია გა­სუ­ლი ამ ამ­ბი­დან და ამ დრომ­დე აპა­რატ­ზე იყო ან­დრი­ა­ნო შე­ერ­თე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ნი ვლო­ცუ­ლობ­დით რომ გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. მის დე­დას რომ ვნა­ხავ­დი შე­ვე­კი­თხე­ბო­დი რო­გორ არის-მეთ­ქი, მე­ტყო­და, ხელს რომ და­ვა­დებ შუბ­ლზე, რომ მო­ვე­ფე­რე­ბი თვა­ლებს გა­ა­ხელს და შე­მომ­ხე­დავ­სო. ვერ ლა­პა­რა­კობ­და, ასე იყო მი­ჯაჭ­ვუ­ლი სა­წოლ­ზე ამ­დე­ნი ხანი დე­დი­სერ­თა ან­დრი­ა­ნო და ეს ან­გე­ლო­ზი ბავ­შვი დად­ნა ფაქ­ტობ­რი­ვად. სამ­წუ­ხა­როდ პა­რას­კევს გარ­და­იც­ვა­ლა და სამ­შა­ბათს დაკ­რძა­ლეს თა­ვი­სი ულა­მა­ზე­სი მე­უღ­ლის გვერ­დით. ეს გო­გო­ნა ჩემი თვა­ლე­ბი­დან არ ამომ­დის, ისე­თი ლა­მა­ზი იყო. ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დი­აა, ტრა­გე­დია, როცა დე­დას, რო­მელ­საც გარ­და­ეც­ვა­ლა ერ­თა­დერ­თი შვი­ლი სა­ნუ­გე­შოს ვე­რა­ფერს ეუბ­ნე­ბი ადა­მი­ა­ნი. იმ შემ­ზა­რა­ვი ავა­რი­ის დროს მან­ქა­ნა­ში იჯდა ან­დრი­ა­ნოს დედა მა­ი­კოც მათ­თან ერ­თად. ის გა­დარ­ჩა, არა­ნა­ი­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ მი­უ­ღია, ამ ავა­რი­ის შემ­დეგ შოკ­ში იყო. მა­ი­კო უკ­რა­ი­ნა­ში მუ­შა­ობ­და და იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს ჩა­მო­ვი­და უკ­რა­ი­ნი­დან. ახალ­მოყ­ვა­ნი­ლი რძა­ლი და შვი­ლი მან­ქა­ნით შეხ­ვდნენ სარ­ფის სა­ბა­ჟო­ზე, ჩა­ის­ვეს მა­ი­კო მან­ქა­ნა­ში და სა­მი­ვე ერ­თად წა­მო­ვიდ­ნენ. გზად გა­მო­ი­ა­რეს გე­ლა­ურ­ში, სა­დაც ცხოვ­რობს ან­დრი­ა­ნოს დე­ი­და და იქი­დან მო­დი­ოდ­ნენ სახ­ლში, როცა ეს სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია მოხ­და.

– მა­შინ ით­ქვა, რომ ბიჭი სა­ჭეს­თან ნას­ვა­მი იჯდა…

– რო­გორც ამ­ბო­ბენ, ცოტა ლუდი ჰქო­ნია და­ლე­უ­ლი და ეს არ იმოქ­მე­დებ­დაო. ამ­ბო­ბენ, რომ სიჩ­ქა­რე იყო ავა­რი­ის მი­ზე­ზი სამ­წუ­ხა­როდ, ხუ­ცუბ­ნის­კენ მო­დი­ოდ­ნენ და ამ დროს შესკდნენ ხეს. დიდი სა­ცო­და­ო­ბა, ყვე­ლას გვტკი­ვა მათი ტკი­ვი­ლი. სა­ნუ­გე­შო სი­ტყვე­ბი არ არის ამ დროს. დე­დას ბოლი წუ­თამ­დე ჰქონ­და იმე­დი რომ გა­დარ­ჩე­ბო­და, რომ იცო­ცხლებ­და, მაგ­რამ მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად მძი­მე იყო, ექი­მე­ბი და­მა­ი­მე­დე­ბელს ვე­რა­ფერს ამ­ბობ­დნენ. იმა­საც ამ­ბობ­დნენ, რომ გა­დარ­ჩეს ვერ გა­ივ­ლის და ვერც ილა­პა­რა­კებ­სო.

ანა­ნო ხურ­ცი­ძე თავ­და­პირ­ვე­ლად დაკ­რძა­ლეს ლან­ჩხუთ­ში, მაგ­რამ მერე გად­მო­ას­ვე­ნეს გე­ლა­ურ­ში და ახლა ან­დრი­ა­ნო მისი მე­უღ­ლის და შვი­ლის გვერ­დით და­იკ­რძა­ლა. სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­აა, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან შეგვძრა. რომ იქორ­წი­ნა ამ ლა­მაზ­მა წყვილ­მა პა­ტა­რა სუფ­რა ჰქონ­დათ, ქორ­წი­ლი არ ჰქო­ნი­ათ. ან­დრი­ა­ნოს დე­დამ იმ დღეს გა­იც­ნო პი­რა­დად თა­ვი­სი ულა­მა­ზე­სი რძა­ლი და სულ მალე ასე­თი ტრა­გე­დია მოხ­და. გან­ვიც­დით ყვე­ლა­ნი, ვუ­სამ­ძიმ­რებთ მათ ოჯა­ხებს კი­დევ ერთხელ ამ დიდ ტრა­გე­დი­ას”.

წყარო: ambebi.ge

სრულად წაკითხვა