WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინის ყირიმის საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა ხარკოვის ენების სკოლის, "პროფესიონალის" დამფუძნებელი ფილოლოგი, ალექსანდრა კაზაროვიცკაია (კოლესნიკოვა). ეს ინფორმაცია სკოლამ გაავრცელა ფეისბუკით. საგამოძიებო იზოლატორი სიკვდილის მიზეზად ასახელებს თვითმკვლელობას.

კაზაროვიცკაიას კოლეგების თანახმად, იგი დაიბადა სევასტოპოლში, იქ ცხოვრობდნენ მისი მშობლები. თავად კაზაროვიცკაია შემდგომში ცხოვრობდა ხარკოვში. იგი ყირიმში ზაფხულში ჩავიდა, რათა მშობლებს ბინის გაყიდვაში დახმარებოდა. კაზაროვიცკაია დააკავეს და იზოლატორში მოათავსეს. უცნობია სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლი იყო მის საქმეში გამოყენებული.

"იგი იქ დააკავეს. იპოვეს მისი მიმოწერა მოხალისესთან, ჯერ კიდევ [უკრაინაში რუსეთის] სრულმასშტაბიან შეჭრამდე. შემდეგ მან სამი თვე დაჰყო სამარტოო საკანში. ელოდა სასამართლოს. შემდეგ მოხდა 'თვითმკვლელობა'. სახლში საშა აღარ დაბრუნებულა" - ნათქვამია სკოლის შეტყობინებაში.

კაზაროვიცკაია 44 წლის იყო, მას დარჩა ქმარი და ქალიშვილი.