ანი ნადარეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა.
მისი თქმით, გადაწყვეტულება პოლიტიკური პატიმრის, ლევან ხაბეიშვილის შემოთავაზებითა და პოლიტიკური საბჭოს წევრთა თანხმობით იქნა მიღებული.
ბაჩო ახალაიას მეუღლე ამბობს, რომ პოლიტიკაში მოსვლა კარიერის, თანამდებობის ან პირადი ინტერესების გამო არ გადაუწყვეტია.
„მე არ ვეძებ ძალაუფლებას და არც პოლიტიკური სტატუსი ყოფილა ოდესმე ჩემი მიზანი. ამ გადაწყვეტილების უკან დგას მხოლოდ ერთი მოტივი — საქართველოს სიყვარული და პასუხისმგებლობის განცდა საკუთარი ქვეყნის წინაშე. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ბრძოლაში გავატარე — სიმართლისთვის, ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის. ამიტომაც დღესაც საკუთარ თავს პოლიტიკოსად კი არა, ამ ქვეყნის რიგით მოქალაქედ, პატრიოტად და მებრძოლად მივიჩნევ, რომელსაც არ შეუძლია, გულგრილად უყუროს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას.
ამ პარტიის ისტორიას უკავშირდება საქართველოს უახლესი ისტორიის არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რეფორმა და გარდაქმნა. მიხეილ სააკაშვილი კი საქართველოს თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა, რომლის სახელთანაც მრავალი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ცვლილება და ქვეყნის აღმშენებლობა ასოცირდება.
ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი პასუხისმგებლობა, კიდევ ერთი ვალდებულება და კიდევ ერთი ნაბიჯი იმ გზაზე, რომელსაც სამშობლოს მსახურება ჰქვია“, — წერს ნადარეიშვილი.
netgazeti