
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მთლიანად მიმდინარე წლის 4 თვეში კი გადმორიცხულია მილიარდ 082.1 მილიონი აშშ დოლარი.
სებ-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, აპრილში შემოსული ფულადი გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.8%-ს შეადგენს (132.5 მლნ აშშ დოლარი).
გზავნილებში პირველ ადგილს აშშ იკავებს 54 მლნ დოლარით, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით მეტია. მეორე პოზიციაზეა იტალია 50 მლნ დოლარით, რაც წლიურად 10%-ით არის გაზრდილი.
კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან. კერძოდ, აპრილში წლიურად -18.9%-ით შემცირდა და 39.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2025 წლის აპრილში საქართველოს ფულადი გზავნილების ტოპ-10 ქვეყანა
2025 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.7 მლნ აშშ დოლარი (80.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა.