"არ გეგონოთ, რომ მერაბი არ მომწონს, უბრალოდ.." - დანა უაითი ქართველ მებრძოლზე

3 hours ago 1

მოგეხსენებათ, UFC 311-ზე მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ქამარი უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ წარმატებით დაიცვა და ამ წონითი დივიზიონის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა.

აღნიშნული ორთაბძოლის შემდეგ ქართველ მებრძოლე კომენტარი ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა უაითმაც გააკეთა.

"მე და მერაბს სახალისო ურთიერთობა გვაქვს - ბრძოლის შემდეგ მეუბნებოდა თუ როგორ უყვარს UFC და მადლობებს მიხდიდა.

წარსულში მან რაღაცეები გააკეთა, რაც არ მოვუწონე, თუმცა არ გეგონოთ, რომ მერაბი არ მომწონს, უბრალოდ რაღაც გაურკვევლობის მომენტი გვქონდა და ასეთი მომენტები ყველასთან მაქვს.

რაც შეეხება მის ბრძოლას, ამ ბიჭის გამძლეობა გასაოცარია, მეხუთე რაუნდში ისეთი ენერგიით იბრძოდა, გეგონება ბრძოლა ახალი დაწყებული იყო

", - განაცხადა დანამ.

სრულად წაკითხვა