ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებაში სამართალდამცავების მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას მძიმე შეფასებებით, კონკრეტული მინიშნებებით და ირონიული “ბოლოსიტყვაობით”, სოციალურ ქსელში, ეხმაურება ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა:
“არ ხართ თქვენ ის ხალხი ღარიბაშვილს და ფარცხალაძეს რომ დაიჭერს (ვინ დაგაჭერინებთ რო), თქვენ ის ხალხი ხართ 73 წლის დევნილ ქალბატონს, ხანდაზმულ შშმ პირს, სტუდენტ გოგო-ბიჭებს და მასწავლებლებს რომ იჭერს.
მთელი თქვენი სიმამაცის აპოთეოზი ჟურნალისტების დაჭერაა.
მორჩა კინო კორუფციაზე, ისევ მამული, ენა, სარწმუნოებაზე გაუშვით კინო! უფრო ყურებადია!😊“, – აცხადებს ლელა ჯეჯელავა.

 6 days ago
                        13
                        6 days ago
                        13
                    
 
     
     
    





 English (US)  ·
                        English (US)  ·        Georgian (GE)  ·
                        Georgian (GE)  ·