მიუხედავად საზოგადოების პროტესტისა და საერთაშორისო განცხადებებისა, ქართული ოცნება მაინც აგრძელებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც ხელს უშლის ჩვენს უდიდეს მონაპოვარს – გავხდეთ ევროკავშირის ღირსეული წევრი.
ერთადერთი, რასაც ხელისუფლების შეჩერება შეძლია ჩვენი ერთიანი, ძლიერი და ხმამაღალი ხმაა.
ვინც დედაქალაქში ვერ მოახერხეთ წასვლა და არც დუმილი და სახლში ჯდომაა თქვენი არჩევანი, მოდით 18 აპრილს, 17:30 საათზე, ზუგდიდის მერიის წინ. ერთად გავაგონოთ ჩვენ ხმა როგორც ადგილობრივ, ასევე, ცენტრალურ ხელისუფლებას.
#არარუსულკანონს ! ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.