ასე ვითამაშებთ ლუქსემბურგთან - ნაკრების სასტარტო შემადგენლობა გაირკვა

1 month ago 61

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურთან მხოლოდ ორ ნაბიჯშია! დღეს ეროვნული გუნდი "დინამო არენაზე" ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლებს. საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა და ამჯერად, შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ!

ამ ისტორიული მატჩისთვის ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობა დაასახელა. როგორც მოსალოდნელი იყო, ბოლო შეხვედრების მსგავსად, საქართველოს ნაკრები 3-4-1-2 სისტემით ითამაშებს.

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი - კვერკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, შენგელია - ჩაკვეტაძე - ზივზივაძე, მიქაუტაძე.

ლუქსემბურგი (5-3-2): მორისი - პინტო, შანო, მაჰმუტოვიჩი, ბონერი, იანსი - ბარეირო, მარტინსი - ოლესენი - როდრიგესი, სანჩესი.

როგორც უკვე იცით, ამ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებს, დღეს დილით კი ცნობილი გახდა, რომ ფრანგმა სპეციალისტმა 23-კაციან განაცხადში ანზორ მექვაბიშვილი და საბა საზონოვი არ შეიყვანა.

მოგვიანებით, 23:45 საათზე ათენში საბერძნეთი ყაზახეთს შეხვდება, რომელშიც ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის მეორე ფინალისტი გახდება ცნობილი.

სრულად წაკითხვა