"ასეთი კომენტარების კეთება საკმაოდ სახიფათოა" - იტალიელი ჟურნალისტი დე ლაურენტისზე საუბრობს

2 months ago 35

ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, სანდრო საბატინი აურელიო დე ლაურენტისის შესახებ კომენტარს აკეთებს:

"ლაციოსა და ნაპოლის პრეზიდენტებმა თქვეს, რომ იტალიელი მსაჯები დაკვეთებს ზემდგომი პირებისგან იღებენ, ასე საუბარი კი ძალიან დიდი საფრთხის შემცველია."

"გარდა ამისა, აურელიომ ისიც თქვა, რომ საფეხბურთო აგენტები ფეხბურთს ემტერებიან, რაც უცნაურად ჟღერს. რატომ არ საუბრობდა ამაზე ნაპოლის პრეზიდენტი შარშან? ალბათ, იმიტომ, რომ მისი გუნდი სერია A-ს ლიდერობდა და პრობლემებზე სასაუბროდ არ ეცალა"

, - ამბობს საბატინი

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი თავის მომდევნო შეხვედრას დღეს, ჩვენი დროით 23:45-ზე იუვეს წინააღმდეგ ჩაატარებს.

სრულად წაკითხვა