'ასეთი შეთავაზება ჩემთან უნდა მოვიდეს და არა მასთან!' - დე ლაურენტისი ჯუღელზე

2 months ago 50
  • აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
  • ნაპოლის პრეზიდენტმა კომენტარი მამუკა ჯუღელის განცხადებაზე გააკეთა

ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ბარსელონასთან მატჩის წინ Mediaset-თან ისაუბრა.

"აძურის" შეფმა ბევრ რამეზე ილაპარაკა, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზეც. კერძოდ, დე ლაურენტისმა უპასუხა ქართველი ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებას, რომლის მიხედვით კვარაცხელია მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს ნაპოლის, თუ ისეთ შეთავაზებას მიიღებენ, რომელზეც უარის თქმა, შეუძლებელი იქნება:

"შეთავაზება, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი იქნება, ჩემთან უნდა მოვიდეს, არა მასთან. კვარას ჩვენთან ჯერ კიდევ მრავალწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და მინდა ეს კონტრაქტი გავაგრძელო. ამ საკითხზე სეზონის ბოლოს ვისაუბრებთ, იმიტომ, რომ ჩემი მხრიდან კონტრაქტი ძალაშია. ვიცოდით, რომ ის ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ნაპოლის წყალობითაც მან საკუთარი თავი უკეთ წარმოაჩინა", - აღნიშნა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027-წლამდე აკავშირებს.

სრულად წაკითხვა